„საზოგადოებრივი დაფინანსების ინტერნეტ პლატფორმის“ პრეზენტაცია
05 მაისი, 2014
„საზოგადოებრივი დაფინანსების ინტერნეტ პლატფორმის“ პრეზენტაცია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისში "საზოგადოებრივი დაფინანსების ინტერნეტ პლატფორმის" პრეზენტაცია გაიმართა.


პროექტს ახორციელებს "რეგიონული განვითარების ქსელი" და "ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაცია", ფინანსური მხარდამჭერი კი არის ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო". საზოგადოებრივი დაფინანსების ინტერნეტ პლატფორმა გულისხმობს საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის დაფინანსების მოძიების ალტერნატიულ საშუალებას.

პრეზენტაციის ფარგლებში განიხილეს, როგორც, ზოგადად, პროექტის არსი, ასევე ისაუბრეს პროექტის ძირითად მიზნებსა და ფუნქციებზე. პროექტით დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები: პროექტის აღწერა - ტექსტი, პროექტის ბიუჯეტი - ძირითადი ხარჯები, მინიმუმ 2 სურათი, ვიდეო და სიმბოლური საჩუქარი დამფინანსებლისთვის. არჩეული ვიდეოები აიტვირთება ვებგვერდზე www.mevafinanseb.org, სადაც 3 თვის განმავლობაში განთავსდება. პროექტების მიღება უკვე დაწყებულია, პირველი პროექტების ავტორებს ორგანიზატორები შესთავაზებენ კონსულტაციებს.

"ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაციის" თავმჯდომარემ თამარ მორჩაძემ აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი დაფინანსების პროექტის მთავარი მიზანი არის არასამთავრობო სექტორის ხელშეწყობა და მხარდაჭერა: "გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში არსებული არასამთავრობო სექტორი დამოკიდებულია მთლიანად დონორებსა და, უფრო მეტწილად, საერთაშორისო დონორებზე, რომლებიც ნელ-ნელა დატოვებენ ქვეყანას. ჩვენ გვინდა, შევქმნათ ფინანსური დივერსიფიკაციის მეთოდი, დავნერგოთ სტრატეგია, რომელიც ძალიან აპრობირებულია განვითარებულ ქვეყნებში, მაგალითად, თვითონ იდეა Crowdfunding-ი , რომელიც ვთარგმნეთ პირდაპირ და დავარქვით - საზოგადოებრივი დაფინანსება, არ არის დიდი ხნის ანუ ახალგაზრდა იდეაა, მაგრამ მსოფლიოში უკვე 5 მილიარდს გადააჭარბა თანხამ, რომელიც შემოდის მსგავსი პლატფორმის მეშვეობით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში იყო რაღაც მსგავსი შემთხვევა (ბორანის შემთხვევა), კიდევ ერთი საიტი იყო, ისინი მუშაობდნენ კერძო პირებზე, ჩვენ ვიმუშავებთ არასამთავრობო ორგანიზაციებზე. პროექტების ავტორებისადმი მთავარი მოთხოვნაც სწორედ ეს არის, რომ პირი, რომელიც ატვირთავს პროექტს, იყოს არა იურიდიული, მომგებიანი პირი, არამედ არასამთავრობო ორგანიზაცია". 

თამარ მორჩაძემ ასევე აღნიშნა, რომ ვებგვერდზე ატვირთული პროექტის პოპულარიზაცია, სამიზნე აუდიტორიის არჩევა, დაინტერესება დამოკიდებულია ავტორზე: "ჩემი მთავარი რჩევა იქნება, პროექტის ავტორები გადაერთონ მაკულატურული და ბიოროკრატიული მუშაობიდან რაღაც უფრო მარტივსა და მოქნილზე, მთლიანად გამოიყენონ კრეატიულობა, ინოვაციურობა. მთავარი აზრი იყოს გადმოცემული რაც შეიძლება მოკლედ, ლაკონიურად და გასაგებად, იმიტომ რომ არცერთ პოტენციურ მომხმარებელს არ სჭირდება დიდი პროექტი რომლის წაკითხვაზეც დიდ დროს დახარჯავს".

თბილისის გარდა "საზოგადოებრივი დაფინანსების ინტერნეტ პლატფორმის" პროექტის შესახებ პრეზენტაციები უკვე ჩატარდა გორსა და თელავში, დაგეგმილია პრეზენტაციები ასევე ქუთაისსა და ზუგდიდში, გარდა ამისა, იგეგმება დამატებითი პრეზენტაციების ჩატარება სამცხე-ჯავახეთსა და მარნეულში.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary