პრობაციის ეროვნული სააგენტო პირობით მსჯავრდებულთათვის საგრანტო კონკურსს აცხადებს
06 მაისი, 2014
პრობაციის ეროვნული სააგენტო პირობით მსჯავრდებულთათვის საგრანტო კონკურსს აცხადებს ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში პირობით მსჯავრდებულთა განათლების ხელშეწყობის პროექტის "განათლება წარმატებული მომავლისთვის" პრეზენტაცია გაიმართა.


სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილის გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, პრობაციის ეროვნული სააგენტო განათლებაზე ორიენტირებულ პირობით მსჯავრდებულთა გამოვლენისა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით საგრანტო კონკურსს აცხადებს.

კონკურსის პირობების მიხედვით, მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პრობაციის ეროვნულ სააგენტოში აღრიცხვაზე მყოფ პირობით მსჯავრდებულებს, რომლებიც სწავლობენ საქართველოს კანონმდებლობით აკრედიტირებულ სასწავლებლებში, ჩაბარებული აქვთ ერთიანი ეროვნულ გამოცდები ან მიღებული აქვთ მოწვევა საზღვარგარეთის საგანმანათლებლო დაწესებულებიდან.

საპილოტე პროექტის მიხედვით, პრობაციის ეროვნული სააგენტო საუკეთესო პროექტის წარმომდგენ სამ პრობაციონერს სწავლას დაუფინანსებს (თითეულს – 2250 ლარის ფარგლებში).

კომისია შეარჩევს საუკეთესო პროექტებს, პრობაციონერის განათლების მიღების მოტივაციის, სწავლის პერიოდში ან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაგროვებული ქულების, პრობაციის ოფიცრის დახასიათებისა და სხვა ობიექტური კრიტერიუმების მიხედვით.
კომისიის მუშაობაში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემის წარმომადგენლების გარდა, მონაწილეობას მიიღებენ სახალხო დამცველის, მედიის, საუნივერსიტეტო წრეებისა და პროფილური არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე, თავად პირობით მსჯავრდებულები.
საბუთების მიღება იწარმოებს 2014 წლის 6 მაისიდან 23 მაისის ჩათვლით პრობაციის ეროვნულ სააგენტოში.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary