ახალი პროექტი ხუთ საუნივერსიტეტო ქალაქში
07 მაისი, 2014
"ახალი გაზეთის" რედაქციის ორგანიზებით ქუთაისის უნივერსიტეტს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის განათლების სპეციალისტი თამარ მოსიაშვილი ეწვია.


შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტების ინფორმირება მათ მიერ განხორციელებული პროექტის ,,თვითმმართველობის რეფორმა საქართველოში" შესახებ. პროექტი 5 საუნივერსიტეტო ქალაქში ხორციელდება (ზუგდიდი, ქუთაისი, თელავი, გორი, ახალციხე). მისი თქმით, მონაწილეებმა უნდა დაიცვან ბლოგის წესები (ის არ უნდა შეიცავდეს უხამსობას და არ უნდა არღვევდეს ადამიანის უფლებებს. ასევე გარკვეულ ეთიკურ ნორმაში უნდა ჯდებოდეს). ახალგაზრდებს ევალებათ თავიანთი შემოქმედების საფუძველზე გადაიღონ 1–3 წუთამდე ვიდეორგოლი, რომელშიც უნდა ჩანდეს ქალაქის განვითარების მინიმუმ 2 ინიციატივა დასაბუთებითა და გადაჭრის გზებით, რომელიც აიტვირთება "ახალი გაზეთის" რედაქციის ვებგვერდზე.


აქცენტი კეთდება ვოდეორგოლზე, თუმცა, წერილობით ბლოგსაც დაეთმობა ყურადღება. მათ შეეძლებათ ხმა მიაწ
ვდინონ იმ ადამიანებს, რომელთაც ამბიცია აქვთ, მართონ ქალაქი და გახდნენ გადაწყვეტილებების მიმღებნი. ინფორმაცია უნდა იყოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი. ასევე უნდა შედიოდეს მერის ან საკრებულოს წევრის პრეროგატივაში. საორიენტაციოდ მათ დაურიგდათ პუბლიკაციები, სადაც მითითებული იყო, რა ფუნქციები და მოვალეობები აკისრიათ ამ პირებს. პროექტის ხანგრძლივობაა 2 კვირა. ხუთი ქალაქის ფარგლებში გამარჯვებული ხუთი საუკეთესო ბლოგის ავტორი თბილისში მიიღებს პრიზს, რომელიც ჯერ უცნობია.

,,ჩვენი ორგანიზაცია თანამშრომლობს უნივერსიტეტებთან, რომელსაც საარჩევნო პროგრამების განხორციელების მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. ამ პროექტში ჩართულ სტუდენტებს ქვეყნის მომავალზე ექნებათ გააზრებული არჩევანი, რაც გულიხმობს მათ ურთიერთობას ქალაქის მმართველებთან. ბლოგი მომზადდება ქუთაისში არსებული პრობლემის შესახებ, რაც გავრცელდება სოციალურ ქსელებსა და ვებგვერდზე. მე ვფიქრობ, ეს პროექტი ხელს შეუწყობს მათში კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას. რაც უფრო კრეატიული იქნება ის, მით მეტ მოწონებას დაიმსახურებს. პრობლემის დანახვასთან ერთად ისინი ზეგავლენას მოახდენენ თანატოლებზე, რათა მვიდნენ არჩევნებზე" - განაცხადა თამარ მოსიაშვილმა.

,,საინტერესო პროექტია, ვინაიდან არსებულ პრობლემებზე ქალაქის მმართველები ახალგაზრდების აზრსაც გაითვალისწინებენ. ქუთაისში ძალიან ბევრი პრობლემაა, აქედან გამომდინარე, ბლოგის მომზადება არ გამიჭირდება. მონაწილეობას აუცილებლად მივიღებ" - აღნიშნა თეონა ჯინჭველაშვილმა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary