სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისთვის
08 მაისი, 2014
სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისთვის ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში "ფინკა ბანკის" პრეზენტაცია გაიმართა.


მათ სტუდენტებს საკრედიტო ოფიცრის სტაჟირების პროგრამა შესთავაზეს. მისი მეშვეობით სტუდენტები გაყიდვებსა და მომხმარებლებთან ურთიერთობას, კომპანიის საკრედიტო პროდუქტებსა და შესაბამის პროცედურებს შეისწავლიან, რომელთაც ბიზნესისა და სოფლის მეურნეობისთვის სხვადასხვა სპეციფიკა აქვთ. რეგისტრაციის ბოლო ვადა 11 მაისი. როგორც პრეზენტატორმა ნინო ამყოლაძემ აღნიშნა, "ფინკა" საქართველოში 1998 წლიდან ფუნქციონირებს. 15 წლის განმავლობაში მან საკმაოდ ბევრი ტრანსფორმაცია განიცადა. ამჟამად მისი 37 ოფისი ფუნქციონირებს. 2013 წელს მან ბანკის სტატუსი მიიღო. სტუდენტები პირველ ეტაპზე გაივლიან სტანდარტულ მათემატიკურ ტესტირებას. მეორე ეტაპზე - გასაუბრებას, სადაც ყურადღება მიექცევა, რამდენად კრეატიულები, აქტიურები, მიზანმიმართულები და კომუნიკაბელურები იქნებიან ისინი. პროგრამის მიზანია სხვადასხვა კურსითა და ტრენინგით კვალიფიციური კადრების მიზიდვა და განვითარება. სტაჟირება ორთვიანი ხანგრძლივობით ანაზღაურებადია, თვეში - 150 ლარი. სტუდენტებს მოეთხოვებათ, მაქსიმალურად ჩაჯდნენ სამუშაო გრაფიკში. სხვადხვა ქვეყანაში ტრენინგებში მონაწილებისათვის სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა. ასევე ეკონომიკური განათლება.

,,სტაჟირების პროგრამა სტუდენტებს აძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას, პრაქტიკული და თეორიული ტრენინგებით დაეუფლონ საკრედიტო იფიცრის პროფესისას. ვისაც ხიბლავს დინამიკური, მეგობრული და შედეგზე ორიენტირებული ბიზნესგარემო, შეუძლიათ შემოგვიერთდნენ" - განაცხადა საკრედიტო ექსპერტმა კობა ნემსიწვერიძემ.

,,ძალიან კარგი შემოთავაზებაა. ერთი მნიშვნელოანი ფაქტორია ანაზღაურება. პროფესიიდან გამომდინარე დიდი სურვილი მაქვს მონაწილეობის. თუმცა, მიუხედავად გამოცდებთან დაკავშირებით მათ ხელშეწყობისა, ვფიქრობ, 9-საათიანი სამუშაო გრაფიკი სტუდენტისთვის ცოტა დამღლელი იქნება" - აღნიშნა სტუდენტმა გიორგი მაღლაკელიძემ.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary