საინფორმაციო პრეზენტაციები უმაღლესი სასწავლებლების შესახებ
08 მაისი, 2014
საინფორმაციო პრეზენტაციები უმაღლესი სასწავლებლების შესახებ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის 24-ე საჯარო სკოლაში უმაღლესი სასწავლებლების შესახებ საინფორმაციო პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრა "თავისუფალი ასოციაციის" ორგანიზებით ჩატარდა. 
პრეზენტაცია ეხებოდა უმაღლეს სასწავლებლებს, მისი მთავარი მიზანი იყო უმაღლეს სასწავლებლებში არსებული მდგომარეობის გაცნობა, უნივერსიტეტებში არსებული პრობლემებისა და ინიციატივების განხილვა-შეჯამება.
24-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილემ ეკა ბროლაძემ აღნიშა, რომ მსგავსი პრეზენტაციები ძალიან მნიშვნელვანი და სასარგელოა მოსწავლებისთვის: "თუკი დავიწყებთ ამ მიმართულებით უფრო მეტ მუშაობას, ძალიან კარგი იქნება. კარგი იქნება, თუ სკოლაშიც შევა სისტემატიური სახით რაღაც პატარა საინფორმაციო მიმოხილვა, ანუ ბავშვებს მივაწვდით ინფორმაციას, თუ როგორ უნდა აირჩიონ მომავალი პროფესია. დღეს კი აკეთებენ ხოლმე უნივერსიტეტები პრეზენტაციებს, მაგრამ მოსწავლეები უფრო ითვალისწინებენ უნივერსიტეტებში გადასახადს და ასევე მეგობრის რჩევას, რომელიც სწავლობს ამ უნივერსიტეტში".

მე-11 კლასის მოსწავლემ ანი ზუბიაშვილმა გვითხრა, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ აქვს, სად ჩააბარებს: "ვფიქრობ, თსუ-ში ჩავაბარო, რადგანაც ეს უნივერსიტეტი ამ ეტაპზე არის ყველაზე პრესტიჟული, მოთხოვნადი. არ ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი უნივერსიტეტია, მაგრამ ყველაზე უკეთესი ვარიანტია. რაც შეეხება პრეზენტაციას, ძალიან მომეწონა, რადგან სხვა პრეზენტაციებზე, ძირითადად, დადებითი მხარეების შესახებ გიყვებიან და იშვიათად უარყოფით მხარეებზე".
ანა პეტრიაშვილის თქმით, მინდა, ჩავაბარო ელექტროინჟინერიაზე, თავისუფალი უნივერსიტეტიც და აგრარული უნივერსიტეტიც ტექნიკურად კარგად არის აღჭურვილი. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებულია მსგავსი სახის პრეზენტაციებზე, რადგანაც ამ დროს უკეთესად ვეცნობი სხვადასხვა უნივერსიტეტს".

"თავისუფალი ასოციაციის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ნუკა კეკელიას განცხადებით, პრეზენტაციამ საინტერესოდ ჩაიარა: "ამ პროექტის ფარგლებში ეს ბოლო პრეზენტაცია იყო. მოსწავლეები საკმაოდ ინფორმირებულები იყვნენ უნივერსიტეტების შესახებ და უფრო ღრმა ინფორმაცია მიიღეს. მომავალში კიდევ ვაპირებთ გავაგრძელოთ მსგავსი სახის პრეზენტაციები. სავარაუდოდ, პრეზენტაციებს ახალი სასწავლო წლიდან გავაგრძელებთ განახლებული ინფორმაციით და ახალი უნივერსიტეტებით".


როგორც ფონდ "ღია საზოგადოება – საქართველოს" უმაღლესი განათლების მიმართულების კოორდინატორმა ნინო კიკნაველიძემ აღნიშნა: "კარგი იქნება, თუ აბიტურიენტებთან პრეზენტაციის დროს ორგანიზაციის წარმომადგენლები წარმოაჩენენ უნივერსიტეტების როგორც უარყოფით, ასევე დადებით მხარეებს, რომ სკოლის მოსწავლეებმა შეძლონ ამომწურავი ინფორმაციის მიღება და უმაღლეს სასწავლებლებს შორის სწორი არჩევანის გაკეთება. ძალიან მნიშვნელოვანია აბიტურიენტების ინფორმირება სწავლის გადასახადის შესახებ. მართალია, უნივერსიტეტის შერჩევის დროს გადამწყვეტი მაჩვენებელი უნდა იყოს განათლების ხარისხი, მაგრამ ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონის გამო, დიდი ყურადღება ეთმობა სწავლის საფასურს. საინტერესო იქნება იმის კვლევაც, თუ რა კრიტერიუმების მიხედვით ირჩევენ ახალგაზრდები უნივერსიტეტებს. სასურველია, რომ მათ მსგავსი კრიტერიუმების მიხედვით უმაღლესი სასწავლებლების შედარების საშუალება ჰქონდეთ, ამის პრაქტიკა არსებობს უცხოეთში. გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს რეგიონში მცხოვრები აბიტურიენტებიც, რომლებსაც უფრო მეტად აქვთ ფინანსური პრობლემები, ამას ემატება გზისა და საცხოვრებლის ხარჯიც. მათთვის ნაკლებად არის ცნობილი უნივერსიტეტების შიდა საქმიანობა. ამიტომ რეგიონული უნივერსიტეტების მონიტორინგიც უნდა განხორციელდეს, რომ რეგიონის ახალგაზრდებს სწორი გადაწყვეტილების მიღების საშუალება ჰქოდეთ და გაიზარდოს მათი ხელმისაწვდომობა უმაღლეს განათლებაზე. დასასრულს მინდა აღვნიშნო, რომ პროექტი ძალიან სასარგებლოა არა მხოლოდ აბიტურიენტებისთვის, არამედ სტუდენტებისთვისაც, ვისაც სურს სასწავლებლის შეცვლა, რადგან ხელმისაწვდომი ხდება ინფორმაცია უნივერსიტეტებში არსებულ რეალურ ვითარებაზე. ამ ინიციატივის დახმარებით ისედაც დატვირთულ აბიტურიენტებს არ ეხარჯებათ დიდი ენერგია სასწავლებლების შერჩევაში და ეძლევათ საშუალება, ერთ ვებგვერდზე მოიპოვონ სრული ინფორმაცია და მათი მოლოდინი იყოს გამართლებული. იმედი მაქვს, რომ განხორციელებული სამუშაოები წაადგებათ უმაღლეს სასწავლებლებს და მათი საქმიანობის შემფასებლებსაც და ხელს შეუწყობს საუნივერსიტეტო სისტემაში არსებული ხარვეზების გამოსწორებას".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary