ტრენინგი თემაზე - ლგბტ საკითხების გაშუქება მედიაში
11 მაისი, 2014
ტრენინგი თემაზე - ლგბტ საკითხების გაშუქება მედიაში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
არასამთავრობო ორგანიზაციამ "იდენტობამ" ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის ტრენინგი ჩაატარა.


ტრენინგის მთვარი თემა იყო ლგბტ პირებთან დაკავშირებული საკითხების სწორად გაშუქება მედიაში. შეხვედრას "იდენტობის" მედიამენეჯერი შორენა გაბუნია გაუძღვა.

ტრენინგის ფარგლებში მომხსენებელმა ისაუბრა იმ მნიშვნელოვან ტერმინებზე, რომელთა სწორად გამოყენებაც მნიშვნელოვანია ლგბტ პირებზე სტატიებისა თუ სიუჟეტების მომზადების დროს, ასევე განიხილა ქართულ მედიაში მომზადებული სიუჟეტები ლგბტ პირებზე და ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები.

როგორც შორენა გაბუნიამ განაცხადა, ორგანიზაცია "იდენტობა" უკვე მე-2 წელია ატარებს სხვადასხვა პროფესიის სტუდენტებისთვის ტრენინგებს. მსგავსი შეხვედრა მიზნად ისახავს ლგბტ მგრძნობიარე საკითხებში სტუდენტების მაქსიმალურ გარკვევას: "არსებობს ძალიან სენსიტიური თემები, რომელთა სწორად გაშუქებაც ყველა პროფესიონალმა ჟურნალისტმა უნდა იცოდეს. ჩვენ სტუდენტებს ვეხმარებით, რომ ამ თემებში უფრო ღრმად გაერკვნენ. სტუდენტები ძალიან არიან დაინტერესებულნი ამ საკითხებით. უკვე ძალიან ბევრი ნაკადი მივიღეთ და შემგომშიც ვაპირებთ ტრენინგების გაგრძელებას".
ეს ტრენინგები ჟურნალისტების გარდა განკუთვნილია ფსიქოლოგებისთვის, იურისტებისთვის, სოციალური მუშაკებისთვის, სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.

სტუდენტ საბა კოხრეიძის აზრით, დღევანდელი შეხვედრა ძალიან მიშვნელოვანია ჟურნალისტებისთვის: "ხშირი არ არის ასეთი შეხვედრა, მაგრამ შეხვედრის თემა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ბევრი ინფორმაცია მივიღეთ ტრენინგიდან, ბევრი ახალი რამ გავიგეთ. დღეს ხშირად არის დისკრიმინაციული და ჰომოფობიური ფაქტები ჟურნალისტების მხრიდან და იმისთვის, რომ აღარ იყოს ასეთი ჰომოფობიური დამოკიდებულება ლგბტ პირების მიმართ, აუცილებელია მსგავსი საინფორმაციო შეხვედრა-ტრენინგები".

ლიკა სანთელაძის განცხდებით ტრენინგი ძალიან ინფორმაციული იყო. ლიკა სანთელაძე მაგისტრატურის სტუდენტია: "ძალიან ბევრი ტერმინი იყო რაც არ ვიცოდი, რისი დაზუსტებაც მინდოდა, ამიტომ მნიშვნელოვანი იყო აქ მოსვლა. ეს ყველაფერი დამეხმარება მომავალში ამ თემეებზე მუშაობის დროს".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary