სტუდენტური დღეები თსუ–ში
12 მაისი, 2014
სტუდენტური დღეები თსუ–ში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური დღეების ფარგლებში ხალხური და თანამედროვე ცეკვის პირველი საკონკურსო ტური გაიმართა.


ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივესიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს.
კონკურსში მონაწილე სტუდენტებს ხუთკაციანი ჟიური აფასებდა, რომელთა შეფასებების მიხედვითაც გადაწყდება, თუ რომელი უნივერსიტეტის წარმომადგენლები გადავლენ ნახევარფინალში, რომელიც თელავში გაიმართება.
როგორც ჯგუფ New Age-ის წევრმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტმა თინათინ ყიფიამ აღნიშნა: "ჩვენი გამოსვლით კმაყოფილი ვარ. ყველა კონკურენტი ძალიან კარგად გამოვიდა და იმედი გვაქვს, რომ გადავალთ შემდეგ ტურში. სტუდენტური დღეები მნიშვნელოვანი პროექტია იმიტომ, რომ ამ დროს ყველა სტუდენტი ერთიანდება, მიუხედავად იმისა, თუ რომელი უნივერსიტეტის წარმომადგენელია".
"ქართული ცეკვებიდან გამოვარჩევდი სეუ–ს, ასევე სამედიცინო უნივერსიტეტის გამოსვლას, თუმცა, ბევრი ისეთი ცეკვაც იყო, რომელიც არ მომეწონა" – გვითხრა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტმა მარიამ მაისურაძემ.
"სტუდენტების გამოსვლა ძალიან მომეწონა. კმაყოფილი ვარ, რომ ყველა უნივერსიტეტი აქტიურად არის ჩართული ამ პროექტში, რადგან ეს ახალგაზრდების ერთმანეთთან დამეგობრებას უწყობს ხელს" – განაცხადა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტმა გვანცა ფოცხიშვილმა.
პროექტი "სტუდენტური დღეები" საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ყოველწლიური ღონისძიებაა, რომლის მიზანიც ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. წელს პროექტში მონაწილეობას საქართველოს 47 უმაღლესი სასწავლებელი იღებს.
სტუდენტურ დღეებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგ უკვე სამედიცინო უნივერსიტეტი უმასპინძლებს, სადაც სტუდენტები ხალხურ და თანამედროვე სიმღერაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს.















გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary