აქცია ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან
14 მაისი, 2014
აქცია ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
სტუდენტურმა მოძრაობამ "მწვანე მუშტმა" ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან აქცია გამართა.

საპროტესტო გამოსვლა ეხებოდა საყდრისის ოქროს მაღაროს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. 

სტუდენტური მოძრაობა "მწვანე მუშტის" ერთ-ერთი წევრის მარიამ გურგენიძის თქმით: "ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან მოვედით, რადგან ვითხოვთ სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკა ანთიძისა და ყველა თანამშრომლისგან კულტურული მემკვიდრეობის დაცვას. მოვუწყვეთ სირცხვილის კორიდორი, რადგან რამდენიმე დღის წინ კულტურის სამინისტროსა და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოდან გაათავისუფლეს თანამშრომლები, რომლებიც საყდრისის დაცვის მომხრენი იყვნენ და ნიკა ანთიძის მოადგილედ დავით ლომიტაშვილი დანიშნეს, რომელიც საყდრისის ნგრევის მომხრე კომისიის წევრი იყო. გასულ კვირას ადგილზე იმყოფებოდა ორი უცხოელი ექსპერტი, მათი მუშაობა საზოგადოებისგან ფარულად ჩატარდა. ვითხოვთ ნიკა ანთიძესთან შეხვედრას, ჯერჯერობით სააგენტოში არავინ გვიშვებს. ასევე გვინდა, მოეწყოს შეხვედრა ჟურნალისტებთან, რომელზეც წარადგენენ უცხოელი ექსპერტების ანგარიშს".

საყდრისი უძველესი ცივილიზაციის დღემდე შემორჩენილი ძეგლია, რომელსაც განადგურების საფრთხე ემუქრება. საქართველოს კულტურის სამინისტრო საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროსათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნას აპირებს, რადგან თერთმეტი სპეციალისტისგან შემდგარმა ჯგუფმა, 35-დღიანი მუშაობის შემდეგ დაადგინა, რომ უძველეს ოქროს მაღაროს კანონის დარღვევით ჰქონდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მინიჭებული.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary