აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თაობათა დიალოგის" პროექტის ,,წიგნიერების დონის ამაღლება და კრიტიკული, ობიექტური აზროვნების ჩამოყალიბება ახალგაზრდებში" ფარგლებში ფილმის ,,დიდი გეტსბის" ჩვენება გაიმართა.
შეხვედრას სკოლის მოსწავლეებიც ესწრებოდნენ. ფილმის შესახებ დისკუსია ხვალ გაიმართება. ორგანიზატორის თქმით, პროექტი ერთჯერადია.
,,პროექტის მიზანია ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბება იმ საკითხებზე, რასაც ისინი წიგნით თუ ფილმით ეცნობიან. ფილმი ეხება მეოცე საუკუნის 20–იანი წლების ამერიკელ საზოგადოებას. საინტერესოა, როგორ აღიქვამენ პრობლემას. ასევე აღმოაჩენენ თუ არა იმ ცვლილებებს, რასაც ამერიკელი ხალხი განიცდის. თუ როგორ ეცემა ის ზნეობრივად. ფილმში შემოდიან ახალი პერსონაჟები, რასაც ემატება ალკოჰოლისა და თამბაქოს გავრცელება. არის თუ არა ფილმი საინტერესო და გეტსბი ტრაგიკული, სრულად მოახდინა თუ არა რეჟისორმა ეკრანიზაცია, ამას ხვალ დიასკუსიაზე გავიგებთ" – აცხადებს პროექტის ავტორი გერმანისტი თამარ კენჭაძე.
,,ფილმისადმი ინტერესი გამოიწვია მსახიობებმა და სიუჟეტმა, რომელიც ფსიქოლოგიური განცდებითაა დატვირთული. საკმაოდ მძიმე საყურებელია, მაგრამ საინტერესო. მასში ნათლად ჩანს ამერიკელი ხალხის მდგომარეობა. როგორ მოიცვა ისინი ფუფუნებამ და რამდენად ნაკლებ ყურადღებას აქცევენ უბრალო ადამიანებს. წიგნი ჯერ არ წამიკითხავს. ამჟამდ ვკითხულობ" – აღნიშნავს მოსწავლე ინა სოფრომაძე.