„ადგილობრივი არჩევნები 2014: ახალი კანონი - ახალი შესაძლებლობა“
15 მაისი, 2014
„ადგილობრივი არჩევნები 2014: ახალი კანონი - ახალი შესაძლებლობა“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
სახალხო უნივერსიტეტთა გერმანულ ასოციაცია Dvv International-ში გაიმართა დისკუსია თემაზე - "ადგილობრივი არჩევნები 2014: ახალი კანონი - ახალი შესაძლებლობა".


შეხვედრაზე მომხსენებლის რანგში მონაწილეობდნენ თსუ-ს დოქტორანტი, კავკასიის კვლევების რესურსცენტრის წარმომადგენელი დავით სიჭინავა და თსუ-ს სტუდენტი, ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატი ბათუ კოპალიანი.

მომხსენებლებმა და აუდიტორიამ განიხილეს ახალი კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, მისი მნიშვნელოვანი ასპექტები და საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს იმის შესახებ, თუ როგორია თითოეული მოქალაქის როლი თვითმმართველობის განვითარების პროცესში. ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ახალი კანონი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის მეტ ჩართულობას ითვალისწინებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ახალი კანონის მიხედვით: საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატად წამოყენების უფლება აქვს: რეგისტრირებულ პარტიას და 5-კაციან საინიციატივო ჯგუფს, მერებისა და გამგებლების კანდიდატურის დასახელების უფლება აქვთ მხოლოდ რეგისტრირებულ პარტიებს, საკრებულოს წევრობის კანდიდატი შეიძლება გახდეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე 21 წლის ზემოთ, გამგებელი და მერი შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქე 25 წელს ზემოთ, ვინც ბოლო სამი წელია ცხოვრობს საქართველოში.

დისკუსიას მოდერირებას უწევდა "ლიბერალური განათლების ქართულ-ამერიკული ინიციატივის" წარმომადგენელი ვერა გოგოხია.

"დღეს ვისაუბრეთ რა ცვლილებები შევიდა კანონში ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ და როგორ უნდა გამოვიყენოთ მოქალაქეებმა ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობა. კანონი ითვალისწინებს იმას, რომ საკრებულოს წევრობის კანდიდატურის წარდგენა ხუთკაციან საინიციატივო ჯგუფს შეუძლია, ასევე იმას, რომ 25 წლის ზევით ადამიანს შეუძლია გახდეს გამგებელი ან მერი და ა.შ. ამ არჩევნებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რადგან ის, თუ როგორი იქნება ჩვენი ქალაქი და სოფელი დამოკიდებულია ჩვენზე " - განაცხადა დისკუსიის მოდერატორმა ვერა გოგოხიამ.

"თითოეული მოქალაქისთვის აუცილებელია ჩართულნი იყვნენ ამ არჩევნებში. ჩვენ, "ლიბერალური განათლების ქართულ-ამერიკული ინიციატივა", "ახალგაზრდები დემოკრატიისთვის" ვგეგმავთ შევხვდეთ ქობულეთის გამგეობის კანდიდაებს, მოვისმინოთ მათი პროგრამები და გავაცნოთ ის პრობლემები, რაც ქობულეთის მოსახლეობას აწუხებს. იმ კანდიდატებს, რომლებიც ქობულეთის რაიონში არიან, აქვთ გამოცდილება, თუმცა, ვფიქრობ, რომ ახალ ძალას, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ახალი ხედვა, შეუძლია, გარკვეული პრობლემები მოაგვაროს" - აღნიშნა "ლიბერალური განათლების ქართულ-ამერიკული ინიციატივა", "ახალგაზრდები დემოკრატიისთვის" რეგიონულმა კოორდინატორმა სალომე გუნთაიშვილმა.

სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაცია ყოველი თვის 15 რიცხვში ატარებს საჯარო დისკუსიებს აქტუალურ საკითხებზე, რომელთა მიზანია საზოგადოების სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება და აქტიური სამოქალაქო პოზიციის ჩამოყალიბება.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary