ფილმ ,,Bavakan“–ის ირგვლივ გამართული დისკუსია
16 მაისი, 2014
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში არასამთავრობო ორგანიზაციის ,,PIN" ორგანიზებითა და სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით ადრინე გრეგორიანის ფილმის ,,Bavakan" ჩვენება გაიმართა.


ფილმის ნახვის შემდეგ დისკუსია შედგა, რომელსაც ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე გაუძღვა. ფილმი ეხება სომხეთის საზოგადოების დამოკიდებულებას სელექციურ აბორტზე, საიდანაც 64% ბიჭს უჭერს მხარს, 23% - გოგოს, ხოლო 11%-თვის არ აქვს მნიშვნელობა, რის შედეგადაც 2013 წლის მონაცემებით, 50 000 გოგო არ დაიბადა სომხეთში. ამის გამო მსოფლიოში სომხეთი ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილზეა აბორტების რიცხვის მაჩვენებლით. ფილმში ხდება ასევე დედების დისკრიმინაცია, რასაც სასულიერო პირები მკაცრად ეწინააღმდეგებიან.

,,არასამთავრობო ორგანიზაცია ,,PIN"-სა და ,,სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა ასოციაციას" შორის გაფორმებულია მემორანდუმი, რომლის თანახმადაც ჩვენ ვეხმარებით ერთმანეთს. ამჟამად ვახორციელებთ პროექტს ,,კავკადოკი", რომლის ფარგლებშიც ვაჩვენებთ დოკუმენტურ ფილმებს. აქ წარმოდგენილ ფილმში სომხების მაგალითზე სელექციურ აბორტზე გადმოცემულია მტკივნეული თემა. იგივე პრობლემა დგას საქართველოშიც. იმედია კანონის დონეზე, რომელზეც ჩვენი პარლამენტი მუშაობს, მკაცრი აკრძალვა მოჰყვება ასეთ საქციელს" - განაცხადა კონრად ადენაუერის ფონდის წარმომადგენელმა გოგა მახვილაძემ.

,,საინტერესო ფილმი იყო. მასში ნათლად ჩანს სუსტი სქესის წარმომადგენლებზე უარის თქმის მომენტები რამდენიმე გაუცნობიერებელი მიზეზის გამო. მაგალითად, ისინი იქნებიან მოსახლეობის მცირე პროცენტული მაჩვენებლები, არჩევნებში და პარლამენტში ნაკლებად მიიღებენ მონაწილეობას და ქალი დაკავდება ოჯახით. ვფიქრობ, ასე მძაფრი მდგომარეობა საქართველოში არ არის, თუმცა, კარგი იქნებოდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მოგვეხდინა, თუნდაც მსგავსი ფილმებით" - აღნიშნა სტუდენტმა ნინო დევაძემ.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary