ახალი სამაგისტრო პროგრამა ქართული უნივერსიტეტებისთვის
21 მაისი, 2014
ახალი სამაგისტრო პროგრამა ქართული უნივერსიტეტებისთვის ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოში სამუშაო ვიზიტით გერმანიის ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შტაინბაის უნივერსიტეტის წარმომადგენლები იმყოფებიან.

ვიზიტის ფარგლებში უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ვერნარ ფაიქსი და ამავე უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესსამართლის სამაგისტრო პროგრამის დირექტორი დოქტორი ევა კროდელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს გიორგი შარვაშიძეს შეხვდნენ.
შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში საერთაშორისო ბიზნესსამართლის სამაგისტრო პროგრამის ამოქმედებას. სამუშაო შეხვედრაზე ვერნარ ფაიქსმა პროექტის შინაარსსა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან გამოთქვა სურვილი, რომ ამ მიმართულებით საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებთან ითანამშრომლოს, რათა მსგავსი პროგრამის დაარსება ჩვენს ქვეყანაშიც გახდეს შესაძლებელი.
მხარეები იმედოვნებენ, რომ თანამშრომლობა მალე უფრო გაღრმავდება და ქართველ სტუდენტებს საშუალება ექნებათ არჩევანი კიდევ ერთ, მაღალი დონის სამაგისტრო პროგრამაზე გააკეთონ.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary