„საქკაბელი“ პროფესიულ სასწავლებლებთან ითანამშრომლებს
22 მაისი, 2014
„საქკაბელი“ პროფესიულ სასწავლებლებთან ითანამშრომლებს ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
პროფესიული განათლების განვითარების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სააქციო საზოგადოება "საქკაბელსა" და 16 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა, სააქციო საზოგადოება "საქკაბელის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ედიშერ მამალაძემ და პროფესიული სასწავლებლების – "მერმისი" , "იბერია" , "ოპიზარი" , "მოდუსი", "ბლექსი", "აისი", "ლაკადა", "სპექტრი", "ფაზისი", "პრესტიჟი", "ახალი ტალღა", "განთიადი", ასევე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და გორის სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელებმა.

თანამშრომლობა ითვალისწინებს ზემოაღნიშნული სასწავლებლების საკაბელო სტენდებით უზრუნველყოფას, კომპანიის ID ბარათების გადაცემას სასწავლო დანიშნულებით, პროფესიული სტუდენტების გადამზადების, სამომავლო დასაქმებისა და კვალიფიციური კადრების აღზრდის ხელშეწყობას.

მემორანდუმის მიხედვით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ასევე უზრუნველყოფს სააქციო საზოგადოება "საქკაბელის" ჩართულობას პროფესიული სტანდარტების გადახედვის/შემუშავების პროცესსა და პროფესიული ორიენტაციის კუთხით დაგეგმილ აქტივობებში, ხოლო კომპანია ითანამშრომლებს პროფესიულ სასწავლებლებთან და უზრუნველყოფს პროფესიული სტუდენტების შერჩევას და მათ პროფესიული გადამზადებას.



გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary