თეიმურაზ კობახიძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის კონცერტი აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში
30 მაისი, 2014
თეიმურაზ  კობახიძის სახელობის  სახელმწიფო  სიმფონიური ორკესტრის კონცერტი აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელოვნებო კვირეულის ფარგლებში უნივერსიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ცენტრისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით ქუთაისის თეიმურაზ კობახიძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართა.


კონცერტში მონაწილეობდნენ ოპერის სოლისტები და უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები. როგორც ორკესტრის დირექტორმა დიმიტრი იამანიძემ აღნიშნა, მისთვის დიდი პატივია, ასეთ სანიმუშუნივერსიტეტში სტუმრობა. მან ხაზი გაუსვა მომავალი თაობის მიმზიდველ ხმასა და მონაცემებს, რომელთაც ქუთაისის უმაღლესი კოლეჯი და უნივერსიტეტი ამზადებს.

,,მიუხედავად იმისა, რომ ხშირი სტუმრები არ ვართ ამ უნივერსიტეტის, ძალიან მოგვწონს ეს გარემო. ისინი კარგად არიან გათვითცნობიერებულნი საორკესტრო რეპერტუარსა და კლასიკურ მუსიკაში. შესაბამისად, აქ სიმღერა დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის" - აღნიშნა სოლისტი სოფო ბერიშვილი.

,,აღფრთოვანებული ვარ კონცერტით. აუდიტორიის წინაშე იდგა შემოქმედთა და ხელოვანთა მთელი გუნდი. მივიღე ძალიან დიდი სიამოვნება, რისთვისაც მადლობას ვუხდი, როგორც ღონისძიების ყველა მონაწილეს, ასევე უნივერსიტეტს" - განაცხადა სტუდენტმა ლენა ბურკაძემ.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary