სტუდენტური თვითმმართველობების შეხვედრა
26 ივნისი, 2014
სტუდენტური თვითმმართველობების შეხვედრა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში სტუდენტური თვითმმართველობების განვითარების კომისიის მიერ მომზადებული "სტუდენტური თვითმმართველობების ეთიკის კოდექსის" პრეზენტაცია გაიმართა.

საზეიმო ხელმოწერის ცერემონიაზე სტუდენტებს შეხვდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე. კოდექსის პრეზენტაციას ესწრებოდნენ სტუდენტური თვითმმართველობების განვითარების კომისიაში შემავალი უნივერსიტეტების წარმომადგენლები, რომლებმაც ღონისძიების დასასრულს ხელი მოაწერეს "სტუდენტური თვითმმართველობების ეთიკის კოდექსს".

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა ყურადღება გაამახვილა სტუდენტებთან უწყვეტი ურთიერთობის მნიშვნელობაზე და დასძინა, რომ საჯარო მოხელეები ვალდებულნი არიან, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი ახალგაზრდული მოძრაობის განვითარებას. 

მინისტრის მოადგილემ კი აღნიშნა, რომ სტუდენტური თვითმმართველობებისთვის მთავარი და ამოსავალი წერტილი უნდა იყოს სტუდენტი. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, დაცული იყოს პოლიტიკური ნეიტრალიტეტი. "როგორც სახელმწიფოში ადამიანის ღირსებაა უპირველეს ყოვლისა, ასეთივე მნიშვნელოვანი უნდა იყოს სტუდენტური თვითმმართველობისთვის სტუდენტი" - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

სოფო ქვარცხავა ერთ-ერთია იმ სტუდენტთაგან, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა: "დღეს აქ ვიმყოფებით სტუდენტური თვითმმართველობების განვითარების კომისიის წევრები. ჩვენთვის დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ხელი მოეწერა ეთიკის კოდექსს. ჩვენ დაგვეკისრა დიდი პასუხისმგებლობა, თუმცა. ვფიქრობ, რომ ამ სირთულეს თავი გავართვით".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary