გიორგი ზანგურის პოეზიის საღამო
27 ივნისი, 2014
                                     გიორგი ზანგურის პოეზიის საღამო ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"დავითიანნთან" არსებული ლიტერატურული კლუბი "დალკი" გიორგი ზანგურის პოეზიის საღამოს მასპინძლობდა.

პოეტმა დამსწრე საზოგადოებას საკუთარი ლექსები წაუკითხა, როგორც ძველი, ასევე ახალი წიგნიდან. მის ერთ-ერთ ლექსს "სოფელი" ჰქვია, რასაც გიორგიმ თან წინასიტყვაობაც დაურთო და აღნიშნა, რომ სოფელი მისთვის სიკეთესა და სიმყუდროვესთან ასოცირდება და ადრე თუ გვიან, ის დატოვებს არეულ ქალაქს და აუცილებლად გადავა სოფელში საცხოვრებლად. 

"მიხარია, რომ ორგანიზაცია "დალკმა" ორგანიზება გაუკეთა ჩემს საღამოს. დღეს შევხვდი ახალგაზრდებს, ადამიანებს, რომლებსაც აინტერესებთ პოეზია. დღეს მე ძალიან ბედნიერი ვარ. მიხარია, რომ "დალკი" არის გუნდი, რომელშიც ბევრი ახალგაზრდაა გაწევრიანებული. ისინი სიყვარულით აკეთებენ ძალიან კარგ და ქვეყნისთვის საჭირო საქმეს. მე ჩემი აქ მოსვლით, ვფიქრობ, პატარა წვლილი შევიტანე ამ მადლიან საქმეში" -აღნიშნა პოეტმა.

"დალკის" ხელმძღვანელმა ია იაღანაშვილმა ორგანიზაციის მისიაზე ისაუბრა. "დალკი შეიქმნა პატრიარქის ლოცვა-კურთხევით. ჩვენი მისიაა ახალგაზრდა შემოქმედი ადამიანები გავზარდოთ და მივიყვანოთ ისინი მკითხველამდე. დღეს პოეტი გიორგი ზანგური გვყავდა მოწვეული. ველოდით იმას, რაც მოხდა - საღამომ ანშლაგით ჩაიარა".
პოეზიის საღამოზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary