სიძულვილის ენა, როგორც განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი
28 ივნისი, 2014
სიძულვილის ენა, როგორც განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"ლიბცენტრის" ორგანიზებით თამარ კორძაიას საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე - "სიძულვილის ენა, როგორც განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი".

ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრმა საჯარო ლექციების ციკლი 2013 წლის თებერვლიდან დაიწყო. იდეის ავტორი და დამფუძნებელია თამარ კორძაია.

როგორც ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის კოორდინატორმა ნატა ძველიშვილმა ჩვენთან საუბრისას თქვა: "სიმბოლურია, რომ ბოლო ლექციაზე, რომელიც კონკრეტულ ჯგუფთან გაიმართა, თამუნა იყო ჩვენი სტუმარი".

როგორც თამარ კორძაიამ თქვა: "პირველ რიგში, გავოცდი აუდიტორიის სიმრავლით. ეს იმას ნიშნავს, რომ თემა მათთვის აქტუალურია. თან თემა, რომელზეც ვმსჯელობდით - სიძულვილის ენა, ყოველთვის იწვევს აზრთა ჭიდილს და ძალიან სასიამოვნო იყო, როდესაც სტუდენტებმა განსხვავებული მოსაზრებები გამოხატეს".

კონკრეტული ჯგუფისთვის დღეს ბოლო საჯარო ლექცია იყო. ლექციათა ციკლი 6-თვიანი იყო და მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. ერთ-ერთი მონაწილის ნინო სოსელიას თქმით: "დღევანდელი ლექცია ძალიან მომეწონა ისევე, როგორც აქამდე ჩატარებული ლექციები. ვფიქრობ, საინტერესო თემა იყო და მომავალში გამოგვადგება".

საჯარო ლექციების ციკლი სექტემბრიდან კვლავ განახლდება, მასში მონაწილეობას მიიღებს 20 სტუდენტი, რომლებიც შეირჩევიან CV-ის, სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების შედეგად. ნატა ძველიშვილის თქმით, მათ სურთ ლიბერალიზმის ცენტრი იყოს პლატფორმა, სადაც სტუდენტები თავიანთი იდეების განხორციელებას შეძლებენ.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary