წარმატების ძირითადი პრინციპები
29 ივნისი, 2014
წარმატების ძირითადი პრინციპები ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციის "ლიდერთა კლუბი" ორგანიზებით გია მაისაშვილთან შეხვედრა გაიმართა.

მან ისაუბრა მომავალი თაობის სწავლისადმი დამოკიდებულებაზე და იმაზე, თუ რომელი ჩვევების მქონე ადამიანები შეძლებენ, იყვნენ ლიდერები. გია მაისაშვილის თქმით, მაღალი კლასის პროფესიონალად ჩამოყალიბებას სჭირდება ყოველდღიური პრაქტიკა. მან ასევე აღნიშნა, რომ 21-ე საუკუნეში ადამიანი სოციალური მხარდაჭერის გარეშე ვერ გაიმარჯვებს. გია მაისაშვილმა 21-ე საუკუნეს კარგად ორგანიზებული ადამიანების საუკუნე უწოდა. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დამსწრე საზოგადოებამ პრეზენტატორისგან რამდენიმე რჩევაც მიიღო. 

მერი ციციშვილი ერთ-ერთი დამსწრეთაგანია, რომელმაც აღნიშნა, რომ შეხვედრა მისთვის საინტერესო იყო. მან ასევე დასძინა, რომ დღევანდელი ტრენინგიდან მოსმენილი ინფორმაცია სამომავლოდ აუცილებლად გამოადგება.

როგორც "ლიდერთა კლუბის" ხელმძღვანელმა ლაშა თაკალანძემ განაცხადა: "დღევანდელი შეხვედრა ჩატარდა ჩვენი პროექტის ფარგლებში "ლიდერები მომავალი ლიდერებისთვის". ამ პროექტის ფარგლებში გია მაისაშვილი შეხვდა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტს. მან ისაუბრა იმ ძირითად უნარებზე, რაც უმნიშვნელოვანესია 21–ე საუკუნის ლიდერებისთვის".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary