ამერიკული ბესტსელერის პრეზენტაცია თსუ-ში
03 ივლისი, 2014
ამერიკული ბესტსელერის პრეზენტაცია თსუ-ში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ცნობილი ამერიკული ბესტსელერის, ქირურგთა სამაგიდო წიგნის "შაინის საღი აზრი გადაუდებელ აბდომინურ ქირურგიაში" პრეზენტაცია.

შეხვედრაზე ისაუბრეს ამ წიგნის მნიშვნელობასა და მისი ავტორის მოღვაწეობაზე.

მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა ალექსანდრე ცისკარიძემ აღნიშნა, რომ წიგნის პრეზენტაცია და მისი ქართულ ენაზე თარგმნა ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. მან სახელმძღვანელოს გამორჩეული უწოდა და აღნიშნა, რომ წიგნში მასალა იუმორისტულადაა გადმოცემული, რაც სტუდენტებს გაუადვილებს მის შესწავლას. ალექსანდრე ცისკარიძემ მადლობა გადაუხადა თსუ-ს რექტორს ვლადიმერ პაპავას, რადგან წიგნის თარგმნის ინიციატორი სწორედ ის იყო.

როგორც ვლადიმერ პაპავამ განაცხადა: "ქართველი სტუდენტები უნდა სწავლობდნენ იმ წიგნებით, რომლებიც გამოიყენება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში. სწორედ ამიტომაა წიგნების თარგმნა ღირებული". 

პროექტის ხელმძღვანელმა პროფესორმა მერაბ კილაძემ აღნიშნა: "დღეს ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ რთული ამოცანის შესრულებაში. იმედია, ეს პროგრამა გაგრძელდება და მომავალში მრავალი საინტერესო წიგნი გვექნება ქართულ ენაზე".

მერაბ კილაძემ შეხვედრაზე წაიკითხა ამონარიდი წიგნის წინასიტყვაობიდან. მან აღნიშნა, რომ სახელმძღვანელო აღიარებულია მთელ მსოფლიოში და ის უკვე მრავალ ენაზე ითარგმნა. პრეზენტაციაზე ისაუბრეს ასევე მრავალი უცხოელი პროფესორის გამოხმაურებაზე ამ წიგნის მიმართ.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary