რატი ბრეგაძე „თანამემამულის“ მონაწილე სტუდენტებს შეხვდა
22 ივლისი, 2014
რატი ბრეგაძე „თანამემამულის“ მონაწილე სტუდენტებს შეხვდა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტაჟირების პროგრამის "თანამემამულე" მონაწილე სტუდენტებს შეხვდა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში 40-მდე სტუდენტი ამერიკისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ერთთვიან პრაქტიკას გაივლის სახელმწიფოს სხვადასხვა ორგანიზაციაში. პროექტის მონაწილე სტუდენტები ეწვევიან სხვადასხვა საჯარო უწყებას, ჩაუტარდებათ საჯარო ლექციები და შეხვდებიან მთავრობისა და პარლამენტის წევრებს.

რატი ბრეგაძემ ახალგაზრდებს გააცნო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მოქმედი პროექტები, ისაუბრა ახალგაზრდობის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ქვეყნიდან გადინებული ინტელექტუალური რესურსის მოზიდვის მიზნით დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი "ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანებასთან" ერთად ახორციელებს დიასპორული სტაჟირების პროექტს. საზღვარგარეთ მყოფ ქართველ სტუდენტებს საშუალება მიეცემათ, გაეცნონ საქართველოს საჯარო სამსახურში მიმდინარე საქმიანობას, მუშაობის სპეციფიკასა და იმ მოთხოვნებს, რაც საქართველოში ამჟამად არსებობს.

აღნიშნული პროგრამა დაეხმარება საზღვარგარეთ სასწავლებლად წასულ ქართველ ახალგაზრდებს დაგროვილი ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებასა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ დასაქმებაში.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary