პეტიციის ხელმომწერთა საპროტესტო აქცია
20 ივნისი, 2013
პეტიციის ხელმომწერთა საპროტესტო აქცია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"რადისონ ბლუ ივერიასთან" საპროტესტო აქცია გაიმართა სახელწოდებით "ნუ აყალბებ ჩემს უფლებებს".
აქცია ორგანიზაცია "იდენტობის" მიერ იყო ორგანიზებული და ის საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნას აპროტესტებდა 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით. სწორედ ამ დროს სასტუმროში აღნიშნული კომიტეტის მუშაობის 6 თვის ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები მოუწოდებდნენ აქციაზე მისულიყვნენ ისინი, ვისთვისაც მნიშვნელოვანი იყო ადამიანების უფლებები და ვისაც მიაჩნდა, რომ კომიტეტი ეწინააღმდეგებოდა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს. "ჩვენი აქციის მიზანია პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტსა და მის თავმჯდომარეს - ეკა ბესელიას ვაჩვენოთ, რომ პეტიციას ნამდვილი ადამიანები აწერენ ხელს, რომლებსაც აქვთ ჩამოყალიბებული პოზიცია 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით" – აცხადებდნენ აქციის ორგანიზატორები.
ორგანიზაცია "იდენტობის" სათემო ცენტრის დირექტორის ანა რეხვიაშვილის განცხადებით, აქციაზე საკმაოდ ბევრი ხალხი იყო, მათ შორის უმრავლესობას ახალგაზრდები წარმოადგენდნენ - "მიმაჩნია, რომ კომიტეტის შეფასების ტექსტი ფაქტების უხეშ ინტერპრეტაციას წარმოადგენს და საერთოდ, ადამიანის უფლებების იდეის გაუფასურებას ემსახურება". მან ასევე აღნიშნა, რომ გასული წლის 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით სტრასბურგში არის საქმე საქართველოს წინააღმდეგ და შესაძლოა, მეორე საქმეც აღიძრას. მან იმედი გამოთქვა ამ საკითხზე კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრის. "ეკა ბესელიას ადვოკატი იყო აქციაზე, რომელმაც განაცხადა, რომ ნებისმიერ დროს შეგვიძლია, ამ საკითხზე ქალბატონ ეკასთან შეხვედრა, იმედია, შედგება ეს შეხვედრა მათი მხრიდან და მხოლოდ ჟურნალისტების გასაგონად არ იყო ნათქვამი" - გვითხრა ანა რეხვიაშვილმა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary