დღეს ახალგაზრდები მუზეუმებში უფასოდ შევლენ
12 აგვისტო, 2014
დღეს ახალგაზრდები მუზეუმებში უფასოდ შევლენ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
12 აგვისტოს, საქართველოს 24 მუზეუმში, 29 წლამდე ახალგაზრდები უფასოდ შევლენ. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივას, რომელიც ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღნიშვნას უკავშირდება.

ახალგაზრდებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

იხილეთ მუზეუმების ჩამონათვალი, რომლის მონახულებასაც შეძლებთ:

1. საქართველის ეროვნული მუზეუმი. სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი

2. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი

3. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა)

4. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ

5. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა

6. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი

7. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. ელენე ახვლედიანის სახლ- მუზეუმი

8. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. უჩა ჯაფარიძის სახლ-მუზეუმი

9. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. მოსე თოიძის სახლ-მუზეუმი

10. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. იაკობ ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი

11. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. დმანისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი

12. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. სამცხე-ჯავახეთის მუზეუმი

13. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. სვანეთის მუზეუმი

14. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი

15. საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი

16. აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი

17. ქუთაისის ისტორიის მუზეუმი

18. დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი

19. ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი

20. ი. ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმი

21. ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი

22. საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი

23. ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი

24. მირზა-ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary