ზურა სალუქვაძის პოეზიის საღამო ილიაუნიში
14 სექტემბერი, 2014
ზურა სალუქვაძის პოეზიის საღამო ილიაუნიში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პოეტ ზურა სალუქვაძის პოეზიის საღამო გაიმართა.

ღონისძიებას 150-მდე სტუდენტი ესწრებოდა.

როგორც ილიას სახელმწიფოს უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტმა თორნიკე ჩიქოვანმა "თავისუფალ ასოციაციასთან" საუბრისას განაცხადა, უნივერსიტეტში პოეტის მოყვანა სტუდენტების თხოვნა იყო.

მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ უნივერსიტეტში სწავლა ხვალ იწყება, თვითმმართველობამ ზურა სალუქვაძის საღამო ერთი დღით ადრე ჩაატარა, რადგან დღეს ის საქართველოდან მიფრინავს.

"ზურა სალუქვაძე პოპულარული პოეტია ახალგაზრდებში, განსაკუთრებით სტუდენტებში. მისი აქ მოყვანა სტუდენტების მოთხოვნა იყო და გადავწყვიტეთ, დღეს მოგვეწვია ზურა. ამის შანსი ახლო მომავალში აღარ მოგვეცემოდა, რადგან დღეს ის დროებით საქართველოდან მიფრინავს" - აღნიშნა თორნიკე ჩიქოვანმა.

ღონისძიების დაწყებამდე ზურა სალუქვაძემ აღნიშნა, რომ ის ილიას უნივერსიტეტში თავისმა მეგობარმა მიიწვია.

"ზოგადად, ვერ დავთანხმდებოდი დღევანდელ საღამოზე, რადგან დრო ცოტა მაქვს, დღეს საზღვარგარეთ მივფრინავ, თუმცა, ჩემი მეგობრის თხოვნა იმდენად ძლიერი იყო, რომ გამონაკლისი დავუშვი და მოვედი" - განუცხადა "თავისუფალ ასოციაციას" ზურა სალუქვაძემ.

თვითმმართველობაში გვითხრეს, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის დაწყებისთანავე ყოველკვირეულად გაიმართება პოეზიის საღამოები.




გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary