პირველკურსელებისთვის სწავლის დაწყება გრანდიოზული კონცერტითა და საჩუქრებით დაიწყო
15 სექტემბერი, 2014
პირველკურსელებისთვის  სწავლის დაწყება  გრანდიოზული კონცერტითა და საჩუქრებით  დაიწყო ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ვარდების მოედანზე სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად სტუდენტების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.

დღეს დილის 8 საათიდან ვარდების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. კონცერტი სარამოს რვა საათზე დაიწყო.

ღონისძიების ჩატარება სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტების იდეა იყო, რომელსაც მხარი განათლების და მეცნიერების  სამინისტრომ დაუჭირა. 

"ეს იდეა მოგვაწოდეს უნივერსიტეტებმა. მათ მოგვმართეს თხოვნით, რომ ჩაგვეტარებინა ერთობლივი კონცერტი. განათლების სამინისტრომ ტექნიკურად უზრუნველყო ეს ყველაფერი" – აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველმა ოთო აბესაძემ. 

კონცერტის დაწყებიდან რამდენიმე წუთში სცენაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და თბილისის მერი დავით ნარმანია წარდგნენ. მათ სწავლის დაწყება მიულოცეს სტუდენტებს. ღონისძიების მსვლელობისას გაიმართა ეროვნულ გამოცდებში წარჩინებულ აბიტურიენტთა დაჯილდოება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მოსახლეობის საყოველთაო აღწერაში 30 წარჩინებული სტუდენტი სტაჟიორად აიყვანა, ხოლო 10 ყველაზე საუკეთესო აბიტურიენტი სხვადასხვა კომპანიამ ფასიანი და ფულადი საჩუქრებით დააჯილდოვა.

კონცერტში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, თსუ-ს, სამედიცინო უნივერსიტეტის, სტუ-ს, სოხუმის უნივერსიტეტის, კონსერვატორიის, თეატრალური უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისა და ილიაუნის სტუდენტებმა. მათ სხვადასხვა სახის მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომერი წარმოადგინეს.

"ეს არის მასშტაბური კონცერტი, დღეს აღინიშნება სწავლის დაწყება და ჩვენი უნივერსიტეტი ყოველთვის მზად არის, მსგავს პროექტებში მიიღოს მონაწილეობა" – განაცხადა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტთა ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დავით სარიშვილმა.

ღონისძიებაზე მისულმა პირველკურსელებმა აღნიშნეს რომ, რომ მსგავსი ღონისძიებები ხშირად უნდა გაიმართოს, რადგან სწავლასთან ერთად გართობაც მნიშვნელოვანია.

"ჩვენი აზრით, სტუდენტური ცხოვრება არ მოიცავს მხოლოდ სწავლას, გართობაც თან ახლავს და არ გვინდოდა, გამოგვეტოვებინა მნიშვნელოვანი დღე, რაც ჩვენს დასახვედრად დაიგეგმა. მადლობას ვუხდით განათლების სამინისტროსა და უნივერსიტეტებს" – აღნიშნეს პირველკურსელებმა.







გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary