დისკუსია „სამოქალაქო აქტივიზმი საყდრისის მაგალითზე“
15 სექტემბერი, 2014
დისკუსია „სამოქალაქო აქტივიზმი საყდრისის მაგალითზე“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის (DVV International) ოფისში გაიმართა დისკუსია თემაზე - ,,სამოქალაქო აქტივიზმი საყდრისის მაგალითზე“.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ: ნინო გუჯარაიძე - მწვანე ალტერნატივა; დოქ. მარინე მიზანდარი -ხელოვნებათმცოდნე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ხელოვნებისა და კულტურის საბჭო; სულხან სალაძე - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; შორენა ძოწენიძე - გენდერის სპეციალისტი; გიორგი მიქანაძე - „დავითიანნის“ დამაარსებელი. 

დისკუსიის მიზანი იყო საზოგადოების თვითშეგნების ამაღლება და აქტიური სამოქალაქო პოზიციის ჩამოყალიბება, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა სხვადასხვა საკითხში და რა შეუძლია მას გააკეთოს კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად. მარინე მიზანდარის თქმით: ,,კულტურული მემკვიდრეობა ეს არის ფასეულობა, რომელიც დასაცავია და მომავალი თაობისთვის გადასაცემი“.

საყდრისის მოსახლეობა ცხოვრების მძიმე პირობების წინაშე დგას. CENN-ის წარმომადგენელ კახა ბახტაძის თქმით, ეკოლოგიურ პრობლემებთან ერთად აქვთ ეკონომიკური პრობლემები. იქ მოყვანილ მოსავალს არ ყიდულობენ, ამიტომ მნიშვნელოვანია საზოგადოება იყოს ინფორმირებული და მოახდინოს სათანადო რეაგირება. 

როგორც ნინო გუჯარაიძემ აღნიშნა, საყდრისის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ სწორედ საზოგადოების ჩართულობამ გამოიწვია ის, რომ სამუშაოები შეჩერებულია და არ ხდება ძეგლის დაზიანება, თუმცა, სულხან სალაძის თქმით: ,,მთავარი ბრძოლები ჯერ კიდევ წინ არის და რა იქნება მომავალში, დამოკიდებულია საზოგადოებაზე“.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary