“ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგა” აფხაზთა კრებაში მიიღებს მონაწილეობას
15 სექტემბერი, 2014
“ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგა” აფხაზთა კრებაში მიიღებს მონაწილეობას ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საზაფხულო შესვენების შემდეგ "ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგის" პირველი საყოველთაო შეკრება გაიმართა.

ღონისძიებას "ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგის" 150 წევრი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ რეგიონებიდანაც.
შეხვედრაზე ლიგის სამომავლო გეგმები განიხილეს.
ლიგის პრეზიდენტის ბესიკ ექსეულიძის თქმით, შეხვედრის ერთ–ერთი მთავარი განსახილველი თემა აფხაზთა კრებაში ლიგის გაწევრიანება იყო.

"ჩვენი ორგანიზაცია ემსახურება თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. ჩვენ გვინდა, ახალგაზრდების როლი გავზარდოთ, როგორც პოლიტიკაში, ასევე სხვადასხვა სოციალურ საკითხში. 27 სექტემბერს - აფხაზეთის ოკუპაციის დღეს მნიშვნელოვანი ღონისძიება იგეგმება. აფხაზთა კრებას თანადგომას გამოვუცხადებთ და ვაპირებთ, რომ შევუერთდეთ მათ სხვადასხვა საკითხში" – განაცხადა "ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგის" პრეზიდენტმა ბესიკ ექსეულიძემ.

"თავისუფალ ასოციაციასთან" კომენტარი "ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგის" ტრენინგცენტრის დირექტორმა თედო სანიკიძემაც გააკეთა და განმარტა, რომ დიპლომატთა ლიგა ახალგაზრდებს აძლევს შანსს, რომ მათთვის მნიშნელოვან საკითხებზე გამოცდილება მიიღონ.

"ჩვენ გვაქვს დებატების კლუბი, ტრენინგცენტრი, პოლიტიკის ანალიზის ცენტრი, მე პირადად, იმერეთში ვატარებ ტრენინგებს, რომელიც შეეხება, ძირითადად, ევროკავშირს, დიპლომატიურ საქმიანობას, ადამიანებში სახალხო დიპლომატიის განვითარებასა და ევროკავშირზე ცნობიერების ამაღლებას" – განმარტა თედო სანიკიძემ.

ღონისძიებას დიპლომატთა ლიგის ახალი წევრებიც ესწრებოდნენ.

მათი თქმით, ეს ორგანიზაცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს მათ პროფესიულ განვითარებაში.

"ჩემი პროფესია უშუალოდ დაკავშირებულია ამ ლიგასთან და მინდა პროფესიულად განვვითარდე. თავდაპირველად მათ ტრენინგს დავესწარი და შემდეგ მომინდა გაწევრიანება" – განაცხადა მარიამ ლომიძემ.

შეგახსენებთ, რომ "ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგა" 2013 წელს შეიქმნა და მის დაარსებას საფუძველი საქართველოს უნივერსიტეტში ჩაეყარა.











გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary