შეხვედრა „ჯეპრას“ უფროს კონსულტანთან
17 სექტემბერი, 2014
   შეხვედრა „ჯეპრას“ უფროს კონსულტანთან ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
კომპანია ,,ჯეპრა"-ს უფროს კონსულტანტ კახა მაღრაძესთან შეხვედრა გაიმართა.

"ჯეპრას წარმომადგენელმა ისაუბრა პიარის თანამედროვე კომუნიკაციის საშუალებებსა და საიმიჯო პროექტებზე.

,,ძალიან მოცულობითი თემაა პიარი. დღეს ეს სიტყვა განსხვავებულად ესმის ქართულ სახოგადოებას, ადამიანებმა არ იციან მისი ზუსტი მნიშვნელობა. მეტიც, პიარი და საზოგადოებასთან ურთიერთობა ორი ერთმანეთისაგან განსხვავებული რამ ჰგონიათ, სინამდვილეში კი, ეს ორი ცნება ერთი და იგივეა. დღეს პიარს ყველგან შეხვდებით. იგი ორმხრივი კომუნიკაციაა".

ერთ-ერთი დამსწრის ნათია ხაჩიძის თქმით, ის მიესალმება მსგავსი სახის შეხვედრას: ,,ამ შეხვედრის შესახებ ჩემმა მეგობარმა მითხრა, მაშინვე დავთანხმდი, რადგან ძალიან მაინტერესებს პიარი და მომავალში ვაპირებ ამ სფეროში მოღვაწეობას. ძალიან გამიხარდება, თუ ისევ შედგება მსგავს თემებზე საუბარი და განხილვა".

საღამოს ერთ-ერთი ორგანიზატორის ციცი კიკვაძის თქმით, ამგვარი შეხვედრა ყოველ ოთხშაბათს შედგება.

თემის განხილვა მოხდა "შეხვედრა ბიზნესსფეროს წარმომადგენლებთან" ახალი სეზონის ფარგლებში.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary