ელენე დარიანის საღამო „იდენტობაში“
17 სექტემბერი, 2014
ელენე დარიანის საღამო „იდენტობაში“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,იდენტობის" ინიციატივით გაიმართა პირველი ქართველი თამამი პოეტი ქალის, ელენე დარიანის საღამო.

საღამო დახურული ფორმატის იყო. მისი ერთ-ერთი ორგანიზატორის ქეთის თქმით, დღევანდელი შეხვედრის მიზანი ელენე დარიანის გაცნობა იყო ფართო აუდიტორიისთვის: ,,დღევანდელი საღამო დახურული ფორმატის არის. ამის ერთ-ერთი მიზეზი საკმარისი ფართის უქონლობაა. ისედაც ბევრი მსმენელი მოვიდა და დახურული ფორმატის რომ არ ყოფილიყო, ხალხის რაოდენობას ვერ გავაკონტროლებდით. რაც შეეხება საღამოს გამართვის მთავარ მიზანს, გვინდოდა, დამსწრე აუდიტორიისთვის გაგვეცნო, თუ ვინ იყო ელენე დარიანი. ქალი, რომელიც ეპოქის წინააღმდეგ წავიდა. მისი პიროვნების გაცნობით, გვინდოდა სტიმული მიგვეცა ყველა მსმენელისათვის, რომ არსებობდა ასეთი დიდი პიროვნება".

ელენე დარიანის საღამოზე, რომელსაც ზურაბ ალხანიშვილი გაუძღვა, საუბარი იყო ელენე დარიანის ბიოგრაფიასა და შემოქმედებაზე. წამყვანმა აღნიშნა, თუ რატომ გადაწყვიტა, შეეგროვებინა ცნობები პირველი ქართველი თამამი პოეტი ქალის შესახებ: ,,სრულიად შემთხვევით მეგობართან ვნახე გიორგი ჯავახიშვილის წიგნი, რომელიც ელენე დარიანს შეეხებოდა. მისი წაკითხვის შემდეგ გამიჩნდა სურვილი,  შემეგროვებინა ცნობები ელენე ბაქრაძის, იგივე ელენე დარიანის შესახებ. საინტერესო ცნობები არის ელენესა და პაოლო იაშვილის სიყვარულის ისტორიის შესახებ, რომლებსაც, ვფიქრობ, საზოგადოება უნდა გაეცნოს. ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, ჩვენ, უბრალოდ, ვამბობთ, თუ ვინ იყო ელენე დარიანის სახელით ცნობილი ელენე ბაქრაძე".

ელენე დარიანის საღამოზე მყოფ ერთ-ერთი სტუმრის თქმით, იგი ,,იდენტობის" მეგობარია და სწორედ ამიტომ იმყოფება საღამოზე: ,,არასამთავრობო ორგანიზაცია ,,იდენტობის" მეგობარი ვარ და ამიტომ ვარ დღევანდელ საღამოზე. გარდა ამისა, ძალიან დამაინტერესა თემამ და მინდოდა, საფუძვლიანად გავცნობოდი ელენე დარიანის ბიოგრაფიას. სამწუხაროდ, დღეს არ არის ყველასთვის ხელმისაწვდომი ამ გენიალური ადამიანის თუნდაც ბიოგრაფიული ცნობები, შემოქმედებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ".

შეგახსენებთ ელენე დარიანი, იგივე ელენე ბაქრძე პირველი ქართველი თამამი პოეტი ქალი იყო, რომლის შემოქმედება არ არის ცნობილი ფარტო აუდიტორიისათვის.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary