პროექტ “პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პრეზენტაცია
19 სექტემბერი, 2014
პროექტ  “პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პრეზენტაცია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" პროექტ "პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტი 2013 წლიდან აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელმოწერილი მეორე კომპაქტის ფარგლებში ხორციელდება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მიერ პროექტის განმახორციელებელი კონტრაქტორი ორგანიზაციის შერჩევის მიზნით შემუშავდა სატენდერო, საგრანტო წინადადება.

"ტენდერის შედეგად განათლების სფეროს საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტებისგან შემდგარმა დამოუკიდებელმა კომისიამ გამოავლინა გერმანული კონსორციუმი, რომლის წამყვან ორგანიზაციას წარმოადგენს PEM GmbH. კონსორციუმი 2014 წლის სექტემბრიდან შეუდგა საქართველოში მუშაობას და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით განახორციელებს პროფესიული განათლების პროექტს" - განმარტა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.

საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიების პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით 16 მილიონი აშშ დოლარი გამოიყო, რომლის ფარგლებში დაფინანსდება წინადადებები შრომითი ბაზრის მოთხოვების შესაბამისი ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნის, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების მიზნით, ასევე წინადადებები ადამიანური რესურსის გაძლიერების, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებისა და დამსაქმებლებთან არსებული კავშირის გაღრმავების მიზნით. 

პრეზენტაციას ესწრებოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე, რომელმაც ისაუბრა საქარველოში ახალი საწარმოებების გახსნასა და მოქალაქეების დასაქმებაზე.
"პროფესიულად განათლებულ დასაქმებულებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ შეიქმნას ახალი საწარმოები, ხელი შეუწყოს არსებული საწარმოების განვითარებას და ამისი ერთ-ერთი მიზანი არის ის, რომ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, სადაც დასაქმდებიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები" - განაცხადა ირმა ქავთარაძემ.

აღნიშნულ თემაზე კომენტარი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმაც გააკეთა: "ხორციელდება პროფესიული სტანდარტების გადახედვისა და განახლების პროექტები, ევროკავშითან თანამშრომლობით ევროკავშირის მიერ დანერგილი მეთოდოლოგიის მეშვეობით მიმდინარეობს დამსაქმებლების ჩართულობა ამ პროცესში, რაც საშუალება მოგვცემს, დავუახლოვოთ პროფესიული განათლება და საგანმანათლებლო პროგრამები შრომის ბაზრის მოთხოვნებს".

პრეზენტაციას ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები, ასოციაციების წარმომადგენლები, პროფესიული განათლების პროვაიდერები და უნივერსიტეტების ლექტორები ესწრებოდნენ. 

"ეს პროექტი საინტერესოა იმიტომ, რომ პროფესიული განათლება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის, ჩვენი უნივერსიტეტი ფიქრობს, რომ ასეთ პროექტებში უნდა მიიღოს მონაწილეობა, რადგან ჩვენ გვაქვს რესურსი, როგორც ადამიანური, ისე მატერიალური და გვინდა, რომ ამ სფეროში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ჩვენ აუცილებლად დაველოდებით, როცა გამოცხადდება პროექტების მიღება და აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას" - განაცხადა "თავისუფალ ასოციაციასთან" საუბრისას საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმაციის, ინჟინერიის და მათემატიკის სკოლის დირექტორმა კახა თავზარაშვილმა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary