შეხვედრა გაეროს ახალგაზრდობის ელჩთან ,,დავითიანნში“
20 სექტემბერი, 2014
                           შეხვედრა გაეროს ახალგაზრდობის ელჩთან ,,დავითიანნში“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ახალგაზრდული მოძრაობა ,,დავითიანნის" სამოქალაქო აქტივობის კომიტეტის ორგანიზებით შეხვედრა ჩატარდა გაეროს ახალგაზრდობის ელჩთან ლაშა მაყულაშვილთან.

შეხვედრის მიზანი იყო ახალგაზრდების ინფორმირება და მათი მხრიდან არსებული პრობლემების მოსმენა.

ახალგაზრდული მოძრაობა ,,დავითიანნის" სამოქალაქო აქტივობის კომიტეტის წევრმა ანა სარალიძემ "თავისუფალ ასოციაციასთან" საუბარში განაცხადა: ,,გაეროს ახალგაზრდობის ელჩის მოწვევა გადავწყვიტეთ იმიტომ, რომ დაგვეკმაყოფილებინა ახალგაზრდების ინტერესები. ასევე საინტერესო იქნებოდა, მოგვესმინა, თუ რას წარადგენდა ის ასამბლეაზე, რაზე გააკეთებდა აქცენტებს და რა პრობლემებს წარმოაჩენდა".

შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ პრობლემებს, რომლებზეც ყურადღება გამახვილდება გაეროს ახალგაზრდობის ელჩის მიერ. მომხსენებელმა აუდიტორიას გააცნო სამომავლო გეგმები. ლაშა შაყულაშვილის თქმით, ,,გაეროს ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლამდე მაქვს ეროვნული ტური, რომლის ფარგლებში ვცდილობ, შევხვდე, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდულ ორგანიზაციას, უნივერსიტეტი იქნება ეს თუ სხვადასხვა დაწესებულება, რომ მოვისმინო მათგან რას მიიჩნევენ, რა არის საქართველოს ახალგაზრდობის წინაშე მდგარი ძირითადი პრობლემა. მე მოვიარე რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო, იმერეთი და გავეცანი მათ პრობლემებს. შემდეგ კვირას ვხვდები ახალგაზრდებს სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში. 4 ოქტომბერს კი მივემგზავრები ნიუ-იორკში, სადაც გენერალურ ასამბლეაზე გავაკეთებ მოხსენებას ქართველი ახალგაზრდების სახელით".

თსუ-ს სტუდენტმა დამსწრე ნინო შეყილაძემ განგვიცხადა: ,,ძალიან კარგი და ინფორმაციული შეხვედრა იყო. მოგვეცა სტიმული და იმედი იმისა, რომ ჩვენც შეგვიძლია მივაღწიოთ წარმატებას".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary