ბავშვთა სოლიდურ სიმსივნესთან ბრძოლის დღე
21 სექტემბერი, 2014
            ბავშვთა სოლიდურ სიმსივნესთან ბრძოლის დღე ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"ბერი ანდრიას" ფონდის ორგანიზებით კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე "სილკ არენა" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა.

ღონისძიება მიეძღვნა "ბავშვთა სოლიდურ სიმსივნესთან ბრძოლის დღეს", სადაც მონაწილეობა მიიღეს როგორც ვოკალურმა, ასევე ქორეოგრაფიულმა ჯგუფებმა. აქციის მონაწილეებმა სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს სოლიდარობა გამოუცხადეს და თავი გადაიპარსეს. 

როგორც აქციის ორგანიზატორმა მარინა გიორგობიანმა აღნიშნა: "ეს ბავშვები სხვების მსგავსები არიან. მათ უბრალოდ ცოტა მეტად სტკივათ. ჩვენ მათ გვერდში უნდა დავუდგეთ. დღევანდელი დღის მთავარი არსი კი თმის გადაპარსვაა". მისი თქმით, ქიმიოთერაპიის შემდეგ ბავშვები განიცდიან თმის ცვენას. აქციის მონაწილეებმა კი მათ დაანახეს, რომ ისინი არ არინ მარტონი ამ დაავადების წინაშე და მათ გვერდით დგას უამრავი სხვა ადამიანი.

ბერი ანდრიას დედამ - დედა თინათინმა ღვთისმშობლობის დღესასწაული მიულოცა სრულიად საქართველოს. მისი თქმით, მხოლოდ ლეიკემია არ არის დღევანდელი საზოგადოების პრობლემა. ამ დაავადების მქონე ადამიანების გვერდით არიან ასევე სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვები. მან ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ადამიანების ცნობიერებაში მოხდეს ამ ორი დაავადების გამიჯვნა. "დახმარება სჭირდებათ, როგორც ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, ასევე მათ, ვინც სოლიდურ სიმსივნეს ებრძვის. ბავშვები თმის ცვენას ძალიან განიცდიან. მათ უხარიათ, რომ საზოგადოების მხრიდან ასეთ მხარდაჭერას გრძნობენ. იმისათვის, რომ დავეხმაროთ, აუცილებელი არ არის ფონდში დიდი რაოდენობით თანხა ჩავრიცხოთ. სულიერი და ფიზიკური მხარდაჭერითაც შეგვიძლია გამოვხატოთ მათდამი სიყვარული და პატივისცემა"- განაცხადა დედა თინათინმა.

სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვები პატრიარქმა დალოცა, ხოლო "ბერი ანდრიას ფონდს" საჩუქრად ბრილიანტის ბეჭედი გადასცა. საღამოს კი პრეზიდენტმა მათ ავლაბრის რეზიდენციაში უმასპინძლა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary