ფილიპ დიმიტროვი საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
23 სექტემბერი, 2014
ფილიპ დიმიტროვი საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს უნივერსიტეტს სტუმრად ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი ეწვია.

სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ, საქართველოში მისიის ამოწურვამდე შეხვედროდნენ ფილიპ დიმიტროვს და ესაუბრათ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივები.

სტუდენტებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის ნებისმიერ საკითხზე დაესვათ კითხვა. 

ფილიპ დიმიტროვმა სტუდენტებთან შეხვედრა დადებითად შეაფასა. "ძალიან კარგი შანსი მქონდა, რომ ახალგაზრდებს შევხვედროდი და გამეგო მათი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხზე. სტუდენტებმა საინტერესო კითხვები დამისვეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემებზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. საქართველოში 2010 წლიდან ვიმყოფები და ჩემზე დაკისრებულ მისიას ვასრულებ. საქართველოს დიდი ისტორია აქვს და მე მას ნაწილობრივ გავეცანი, ძალიან კარგად მახსოვს 2003 წლის ვარდების რევოლუცია და მის შემდეგ განვითარებული მოვლენები, რომელსაც ყოველთვის ვაქცევდი ყურადღებას. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ევროპული კურსი. საქართველომ დაიწყო წინსვლა, რომელსაც გაგრძელება სჭირდება. ქვეყანა დღეს შეცვლილია, მე ოპტიმისტურად ვუყურებ იმ კურსს, რაც საქართველომ აიღო" - განაცხადა ფილიპ დიმიტროვმა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს უნივერსიტეტის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ გიული ალასანიამ განაცხადა, დიმიტროვი უნივერსიტეტში სტუდენტების თხოვნით მივიდა.

"ბატონი ფილიპ დიმიტროვი აქ მოვიდა საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტების სურვილით. შეხვედრა საინტერესო იყო და ეს შეკითხვებმაც აჩვენა. არ წყდებოდა ეს შეკითხვები. თემა, რომელზეც მან ისაუბრა, ეს არის ძალიან აქტუალური ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის საქართველოს ევროპული ინტეგრაცია" - აღნიშნა გიული ალასანიამ. 

სტუდენტების განცხადებით, მსგავსი შეხვედრა ყოველთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა. მათ ასევე აღნიშნეს ის, რომ საქართველოს ბევრი აქვს გასაკეთებელი, რომ გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.

"ჩემთვის პირადად საინტერესო იყო საქართველოს შიდა პოლიტიკურ მოწყობაზე საუბარი. ელჩი შეეხო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასა და მის დარეგულირებას. ჩემი აზრით, საქართველოს ბევრი აქვს გასაკეთებელი, რომ გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი" - განაცხადა "თავისუფალ ასოციაციასთან" საუბრისას საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტმა გრიგოლ კალანდაძემ. 

შეგახსენებთ, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი საქართველოში მოღვაწეობას სექტემბრის ბოლოს დაასრულებს. ის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელად 2010 წლიდან მუშაობს.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary