,,საქართველოს ისტორიული საგარეო ურთიერთობები და დღევანდელობა“
23 სექტემბერი, 2014
,,საქართველოს ისტორიული საგარეო ურთიერთობები და დღევანდელობა“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
,,დავითიანნის" ოფისში სერგი კაპანაძესთან შეხვედრა გაიმართა პროექტ ,,დიალოგი მომავალ თაობასთან" ფარგლებში.

შეხვედრის მთავარი თემა ,,საქართველოს ისტორიული საგარეო ურთიერთობები და დღევანდელობა" იყო.

სერგი კაპანაძე სხვადასხვა საკითხთან ერთად საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებს შეეხო: ,,დღევანდელი ხელისუფლება არ ცდილობს, იყოს დამოუკიდებელი, წინა ხელისუფლებისაგან განსხვავებით უფრო მეტად არის დამოკიდებული რუსეთზე, მაგალითად: ენერგეტიკულად რუსეთზე გაიზარდა დამოკიდებულება, რაც არ არის კარგი საქართველოს მომავლისათვის" - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც სერგი კაპანაძემ პასუხი გასცა აუდიტორიისათვის საინტერესო შეკითხვებს.
შეგახსენებთ, მოძრაობა ,,დავითიანნი"-ს ოფისში, ყოველ სამშაბათს, იმართება შეხვედრა პროექტ ,, დიალოგი მომავალ თაობასთან" ფარგლებში. პროექტის ორგანიზატორების თქმით, მსგავსი შეხვედრა ისევ გაგრძელდება, რადგან დიდ ინტერესს იწვევს ახალგაზრდა თაობაში.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary