პროექტი ,,მოსიარულე ბიბლიოთეკა” დაიწყო
24 სექტემბერი, 2014
პროექტი ,,მოსიარულე ბიბლიოთეკა” დაიწყო ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შენობიდან სტარტი აიღო პროექტმა ,,მოსიარულე ბიბლიოთეკა".

პროექტი ,,მოსიარულე ბიბლიოთეკა" 3 დღის განმავლობაში მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტის ,,წიგნი ყველა სოფელს" ფარგლებში იმოგზაურებს მარტვილის, ლენტეხისა და ქუთაისის საჯარო სკოლებში.

პროექტ ,,მოსიარულე ბიბლიოთეკის" მონაწილეებსა და ორგანიზატორებს სიტყვით მიმართა სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ლევან ყიფიანმა, რომელმაც ისაუბრა პროექტსა და წიგნის როლზე საზოგადოების ცხოვრებაში: ,,დიდი მასშტაბები შეიძინა ამ პროექტმა და ვიმედოვნებთ, სულ უფრო მეტი და მეტი ახალგაზრდა ჩაერთვება პროექტში".

შეგახსენებთ, პროექტი ,,წიგნი ყველა სოფელს" არასამთავრობო, სახელმწიფო, საქართველოს საპატრიარქოსა და კერძო სექტორის ერთიანი ძალისხმევითა და ორგანიზაცია ,,სტუდენტური ერთობის " ინიციატივით ხორციელდება. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის, ,,ვისოლ ჯგუფის", ,,დავითიანნის", ,,ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის", ,,პალიტრას", საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისა და საქველმოქმედო საზოგადოების მხარდაჭერით სვანეთის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და აჭარის სოფლების საჯარო თუ ცენტრალური ბიბლიოთეკები საჭირო წიგნებით მომარაგდება.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary