გზა წარმატებისკენ
24 სექტემბერი, 2014
გზა წარმატებისკენ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
,,დავითიანნში" ,,Doctrina business review"-ის ხელმძღვანელობით საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე - "ფორმულა, რომელსაც შეუძლია, შეცვალოს თქვენი რეალობა".

ლექციას უძღვებოდა წიგნის ,,სამასმეერთე მილიონერი" ავტორი თამარ საგინაშვილი.
ლექციის მიზანი იყო, ახალგაზრდებს ერწმუნათ თავიანთი შესაძლებლობისა და იმის, რომ შეუძლიათ მათ ირგვლივ არსებული რეალობის შეცვლა.

ჩვენთან საუბარში შეხვედრის ორგანიზატორმა ციცი კიკვაძემ განაცხადა: ,,დღეს ჩვენ მოვიწვიეთ ქალბატონი თამარ საგინაშვილი, რადგან ახალგაზრდებმა თეორიულ ცოდნასთან ერთად მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, რაც აუცილებელია წარმატებისთვის და ის გზა გაიარონ უფრო მარტივად, რა გზაც გაიარეს წარმატებულმა ტრენერებმა, მარკეტოლოგებმა და ბიზნესის წარმომადგენლებმა".

თამარ საგინაშვილმა საკუთარ მაგალითებზე დაყდრნობით აუდიტორიას უამბო, თუ როგორ შეცვალა საკუთარი ცხოვრება, როგორ დაძლია წინააღმდეგობა და როგორ მიაღწია წარმატებას. 

,,ყველაზე მთავარი, რაც ახალგაზრდებისთვის მინდოდა მეთქვა, იყო ის, რომ მათ შეუძლიათ შეცვალონ თავიანთი ცხოვრება, შექმნან თავიანთი რეალობა. სხვებს შეგვიძლია ვასწავლოთ საკუთარი გამოცდილებით, მაგალითით. ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ მხოლოდ საკუთარი ცხოვრება, ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ მხოლოდ საკუთარ ცხოვრებაზე და ის, რასაც გავცემთ ჩვენ სამყაროში, ზუსტად იგივე გვიბრუნდება. ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, რომ ისწავლონ მოვლენების სწორად აღქმა. მთავარია იცოდნენ, რომ მარცხი, წარუმატებლობა არ არსებობს, არსებობს მხოლოდ სიტუაცია, რომელსაც უფალი გვიგზავნის იმისთვის, რათა რაღაც მნიშვნელოვანი დავინახოთ, უფრო მეტად გავძლიერდეთ და განვაგრძოთ გზა" - განაცხადა თამარ საგინაშვილმა.

კლუბ ,,ინტერგენიას" ერთ-ერთი დამფუძნებლის ქეთევან ჩიქოვანის თქმით, ,,ჩვენი წარმატების 50% დამოკიდებულია ჩვენს გარემოცვაზე. ეს იყო იდეა, ჩამოგვეყალიბებინა კლუბი და გვყოლოდა პოზიტიური გარემოცვა. გარდა იმისა, რომ პოზიტიური გარემო შევიქმენით, ვატარებთ ტრენინგებს და პოზიტიურ ხედვას ვუვითარებთ სხვებსაც".




გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary