ენების ევროპული დღე
27 სექტემბერი, 2014
                                                ენების ევროპული დღე ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
2014 წლის ენების ევროპული დღე საზეიმოდ აღნიშნეს ევროპის სახლში.

ამ ღონისძიებას უერთდებოდნენ ევროკავშირის კულტურულ ინსტიტუტთა გაერთიანების (EUNIC) წევრი ორგანიზაციები: ბრიტანეთის საბჭო, გოეთეს ინსტიტუტი, ფრანგული კულტურის ინსტიტუტი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, დანტე ალიგიერის საზოგადოება, სხვადასხვა საელჩოს კულტურის განყოფილება და მშვიდობისა და განვითარების აკადემია.

ღონისძიების მიზანი იყო, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებსა და მათ მშობლებს კიდევ ერთხელ შეახსენოს უცხო ენების შესწავლის მნიშვნელობა კულტურათაშორისი ურთიერთობის დამყარებაში.

დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიესალმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე: ,,დღევანდელი დღე ნამდვილად არის დღესასწაული ჩვენთვის და როგორც სხვა ღირსშესანიშნავ დღეს, ამ დღესაც აქვს განსაკუთრებული ისტორია. ეს ისტორია კი უკავშირდება 2001 წელს, როდესაც ევრობის საბჭომ მთელი წელი გამოაცხადა ენების ევროპულ დღედ. შემდეგ კი ბრიუსელში გადაწყდა, რომ 26 სექტემბერი იქნებოდა ენების ევროპული დღე. ამ ღონისძიების მისია და მიზანია, მივაპყროთ საზოგადოების ინტერესი უცხოური ენების შესწავლის აუცილებლობას, გავაფართოვოთ ცნობიერება ადამიანებისა, თუ რა ენები არსებობს ევროპაში. ჩვენ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კი ვუერთდებით და ვეხმიანებით ამ მიზანს".

"არამხოლოდ საქართველოში აღინიშნება ევროპული დღე ევროპული ენების წარმოსაჩენად, უკეთ გასაცნობად, ახალი შესაძლებლობის შესაქმნელად, არამედ ევროპის დედაქალაქებში ჩვენი საელჩოების აქტიური მონაწილეობით ქართული ენის, როგორც ერთ-ერთი უძველესი ევროპული ენის წარმოჩენის ღონისძიებებიც მიმდინარეობს" - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თამარ ბერუჩაშვილმა.

ღონისძიებას ესწრებოდა ლიტვის ელჩი საქართველოში იონას პასლაუსკასი. ის მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და განუცხადა: ,,მინდა, მივულოცო განათლების მინისტრს, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დღევანდელი დღე. საქართველო მიისწრაფვის ევროკავშირისკენ და აუცილებელია, რომ ევროპული ენები ვრცლად იყოს წარმოდგენილი საქართველოში. ჩვენ მივესალმებით თქვენს სურვილს, რომ გაეცნოთ და ისწავლოთ მეტი ევროპული ენა და ასევე მივესალმები თქვენს სწრაფვას ევროკავშირისკენ".

ღონისძიების მონაწილეებსა და სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სპეციალურ სტენდზე განეთავსებინათ უცო ენებთან დაკავშირებული პირადი სასაცილო ისტორიები. დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა კონკურსი, ვიქტორინა და ბოლოს მოეწყობა გამარჯვებულთა დაჯილდოვება.

"თავისუფალ ასოციაციასთან" საუბარში აწყურის საჯარო სკოლის მოსწავლემ მარიამ მოლადაშვილმა აღნიშნა: ,,მე აქ მოვედი იმისათვის, რომ უფრო მეტი გავიგო ევროკავშირის საქმიანობის შესახებ, თუ რამდენად დამეხმარება ევროპული ენების ცოდნა დასახული მიზნის მიღწევაში. ასევე მონაწილეობას ვღებულობ სხვადასხვა კონკურსში და ვფიქრობ, იმედი არ გამიცრუვდება".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary