კონცერტი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში
29 სექტემბერი, 2014
კონცერტი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში პირველკურსელთა კონცერტი გაიმართა. აუდიტორიის წინაშე ახალბედა სტუდენტები წარსდგნენ.


"ძალიან მიხარია, რომ კონსერვატორიაში ჩავაბარე. აქ უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა გავიცანი. ვფიქრობ, დღევანდელმა საღამომ კარგად ჩაიარა. სცენაზე გამოსვლისას ძალიან ვნერვიულობდი, თუმცა, საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა. ძალიან კმაყოფილი ვარ" - გვითხრა საუბრისას ვოკალისტმა მარინა შახდინაროვამ.

რეზო კიკნაძის თქმით, საღამო ტრადიციული ხასიათის იყო, რადგან ყოველ წელს ტარდება მსგავსი კონცერტი, სადაც რექტორი მიმართავს პირველკურსელებს. "სტუდენტებთან ერთად, მეც კონცერტის მონაწილე ვარ ყოველ წელს და საქსაფონზე ვუკრავ. რაც შეეხება ბავშვებს, ისინი მართლაც ძალიან კარგები არიან და ეს სიახლე არავისთვისაა. ვიმედოვნებ, კონსერვატორია მათ ჯეროვან გარემოს შეუქმნის სწავლისა და შთაგონებისთვის" - აღნიშნა კონსერვატორიის რექტორმა.

 

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary