ანსამბლის „თსუ გორდელა“ ალბომის პრეზენტაცია
30 სექტემბერი, 2014
ანსამბლის „თსუ გორდელა“ ალბომის პრეზენტაცია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ანსამბლის "თსუ გორდელა" ალბომის პრეზენტაცია გაიმართა.

ალბომის პრეზენტაცია საზეიმო კონცერტით აღნიშნეს. კონცერტის დაწყებისას კი სიტყვით გამოვიდა თსუ–ს რექტორი ვლადიმერ პაპავა. მან აღნიშნა, რომ: "ეს არის განსაკუთრებული საღამო. "გორდელა" არის სტუდენტური ანსამბლი, რომლითაც უნივერსიტეტი ამაყობს. ვულოცავ ანსამბლის თითოეულ წევრს დისკის გამოშვებას და დიდ წარმატებას ვუსურვებ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ისინი მალე გაემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში. დარწმუნებული ვარ, "გორდელა" ასახელებს ქვეყანას, უნივერსიტეტსა და საკუთარ თავს".

ალბომში შესულია 12 კომპოზიცია. ის გამოიცა ხმის ჩამწერ სტუდიაში "ბრავო რეკორდსი". "თსუ გორდელას" პირველი ალბომის გამოცემაში წვლილი შეიტანა სხვადასხვა კომპანიამ, მათ შორისაა ნაყინი "გურჯაანი", რომლის წარმომადგენელმა დალი ფრიდონაშვილმა მიულოცა ანსამბლს წარმატება და აღნიშნა: "ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ პატარა წვლილი მაინც შევიტანეთ ამ წარმატებაში და ჩვენი კომპანიის სახელით მინდა მივულოცო წარმატება ანსამბლ გორდელას".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary