როგორ გავზარდოთ ჩვენი შემოსავალი ინტერნეტით
01 ოქტომბერი, 2014
როგორ გავზარდოთ ჩვენი შემოსავალი ინტერნეტით ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
მოძრაობა ,,დავითიანნი"-ს ოფისში პროექტ ,,შეხვედრა ბიზნესსფეროს წარმომადგენლებთან" ფარგლებში გაიმართა საჯარო ლექცია/შეხვედრა თემაზე - როგორ გავზარდოთ ჩვენი შემოსავალი ინტერნეტით.

შეხვედრას "წარმატების აკადემია MK"-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი მაია ხავთასი გაუძღვა.

შეხვედრაზე მაია ხავთასმა ისაუბრა აუდიტორიისათვის მნიშვნელოვან და საინტერესო თემებზე. მათ შორის ახალ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც იგეგმება: ,,ჩვენი ფირმა მართავს ტრენინგებს თანადაფინანსებით, უახლოეს მომავალში ვგეგმავთ პროექტს ,,როგორ ვიპოვოთ ჩვენი მოწოდება", რომლის მიზანია, დავეხმაროთ ახალგაზრდებს საკუთარი მოწოდების პოვნაში. ჩვენი კომპანია პირველია, რომელიც მსგავს პროექტებს აფინანსებს" - აღნიშნა მაია ხავთასმა.

ლექციის მიმდინარეობისას მომხსენებელმა აუდიტორიას ჩაუტარა ტრენინგი, თუ როგორ უნდა შევძლოთ ინტერნეტის დახმარებით გავყიდოთ ჩვენთვის სასურველი პროდუქცია და გავზარდოთ ჩვენი შემოსავლი.

ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მაია ხავთასმა აუდიტორიისათვის საინტერესო და მნიშვნელოვან კითხვებს უპასუხა.
პროექტის ორგანიზატორების თქმით, მსგავსი შეხვედრა გაგრძელდება, რაც საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს, მათთვის საინტერესო თემებზე გაიფართოვონ თვალსაწიერი.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary