შეხვედრა Peritus Group-ის დამფუძნებელ და PR სპეციალისტ ნანა პერტენავასთან
15 ოქტომბერი, 2014
  შეხვედრა Peritus  Group-ის  დამფუძნებელ  და  PR  სპეციალისტ ნანა პერტენავასთან ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
მოძრაობა ,,დავითიანნის" ოფისში PR სპეციალისტ ნანა პერტენავასთან, პროექტის "შეხვედრები ბიზნეს სფეროს წარმომადგენლებთან" ფარგლებში, ლექცია-შეხვედრა გაიმართა.

ლექციის მთავარი თემა ,,იმიჯი და რეპუტაცია საზოგადოებრივ ურთიერთობებში" იყო.

ქალბატონმა ნანამ ისაუბრა პიარზე და საზოგადოების აზრზე. ასევე, განიხილა იმიჯი და რეპუტაცია საზოგადოებრივ ურთიერთობებში: ,,ჩვენს საზოგადოებაში პიარი ასოცირდება ტექნოლოგიასთან, რომლის საშუალებითაც შეგიძლია მიაღწიო სასურველ მიზანს. ხშირად, სწორედ ამიტომ, საზოგადოებრივ ურთიერთობებს უარყოფით კონტექსტშიც განიხილავენ და მას ყველა მიზნის მიღწევის სასურველ ინსტრუმენტად განიხილავს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება" -აღნიშნა ქალბატონმა ნანა პერტენავამ.

,,მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგი ვარ ძალიან მაინტერესებს პიარი და ყველაფერი ის , რაც ამ სფეროს შეეხება. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე დღევანდელ ლექციას დავსწრებოდი და ცოდნა გამეღრმავებინა. ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე საკმაოდ ინფორმაციული იყო ჩეთვის."- აღნიშნა ქეთი უგულავამ.

შეხვედრის დასასრულს, ქალბატონმა ნანამ აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა.

პროექტის ორგანიზატორების თქმით, მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაიმართება, ბიზნეს სფეროს წარმომადგენლებთან.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary