შეწყვეტილი დიალოგი
15 ოქტომბერი, 2014
შეწყვეტილი დიალოგი ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის ორგანიზებით, დისკუსია თემაზე "ქართულ-ოსური ურთიერთობები - შეწყვეტილი დიალოგი" გაიმართა.
შეხვედრაზე ისაუბრეს ამ ორი მხარის წარსულში არსებულ ურთიერთობასა და აწმყოში მიმდინარე პროცესებზე. მომხსენებლებმა ოს ხალხთან ურთიერთობის საკუთარ გამოცდილებაზეც ისაუბრეს.

დისკუსიის ფარგლებში, განიხილეს ქართულ-ოსური და ქართულ-რუსული ურთიერთობებიც.

"სამარადჟამო არაფერია ამ ქვეყანაზე და კონფლიქტებიც, ადრე თუ გვიან, მთავრდება, თუმცა, ჩვენს შორის ჩანგრეული ხიდის აღდგენაზე დღესვე უნდა დავიწყოთ ზრუნვა და ფიქრი" -გვითხრა დისკუსიის მოდერატორმა ვერა გოგოხიამ.

შეხვედრისას ყურადღება გაამახვილეს სლოვაკი და ქართველი ახალგაზრდების მიერ გადაღებულ ფილმზე "გაყოფილები". პროექტის ორგანიზატორის, ლიკა კაციტაძის თქმით, ეს ფილმი კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს არსებულ პრობლემაზე.

"დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემაა, გავიგოთ როგორ იცნობენ ახალგაზრდები ქართულ-ოსურ კომფლიქტს და გავიგოთ მათი დამოკიდებულება ამ თემისადმი" - აღნიშნა ლიკა კაციტაძემ.

დისკუსიის მონაწილე თათია კალატოზიშვილი ამბობს, რომ ქართულ-ოსური ურთიერთობები ამ ეტაპზე დიდი აქტუალურობით არ გამოირჩევა და ამ თემაზე არ მიმდინარეობს საჯარო დისკუსიები. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებების ხშირად ჩატარება.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary