სამხატვრო აკადემიასა და „Gamrekeli Gallery“-ის შორის მემორანდუმი გაფორმდა
03 ივნისი, 2013
სამხატვრო აკადემიასა და „Gamrekeli Gallery“-ის შორის მემორანდუმი გაფორმდა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
დღეს აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და „Gamrekeli Gallery“-ის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა სახელოვნებო უმაღლესი განათლების, სტუდენტთა პროფესიული განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით. მხარეები ერთობლივად დაგეგმავენ და უხელმძღვანელებენ სტუდენტთა, აკადემიის პროფესორთა და მხატვართა გამოფენებსა და პრეზენტაციებს. მოხდება ორი ინსტიტუციის ბაზაზე არსებული რესურსით საგამოფენო სივრცეების დატვირთვა სახელოვნებო ღონისძიებებით. სახელოვნებო განათლების პოპულარიზაციის მიზნით იგეგმება ერთობლივი კონკურსებისა და სახელოვნებო პროექტების მომზადება-განვითარება. სამხატვრო აკადემიის წარმომადგენლები შეხვედრაზე აღნიშნავდნენ, რომ ამჟამად სამხატვრო აკადემიის მდგომარეობიდან გამომდინარე, იმის გამო, რომ სამხატვრო აკადემია საჭიროებს სარემონტო სამუშაოებს და არ გააჩნია შესაბამისი პირობები გამოფენებისა და სხვა კულტურული ღონისძიებების მოსაწყობად, აღნიშნული თანამშრომლობა სასიკეთოდ წაადგება, როგორც აკადემიის სტუდენტებს, ასევე პერსონალსაც.

სამხატვრო აკადემიის პიარმენეჯერის ნათია პავლიაშვილის თქმით, ეს მემორანდუმი საშუალებას მისცემს სტუდენტებსა და აკადემიის პერსონალს, გალერეაში მოაწყონ გამოფენები თუ სხვა სახის კულტურული ღონისძიებები. ის მოხარულია, რომ აღნიშნული ურთიერთობა ოფიციალურად გაფორმდა და მიიჩნევს, რომ ორივე მხარისთვის საჭირო და სარგებლის მომტანი იქნება ასეთი თანამშრომლობა.

"ჩემი გალერიის სივრცეში ისედაც იმართებოდა აკადემიის ლექტორების გამოფენები, ასევე რამდენიმე წლის წინ მოეწყო აკადემიის ოთხი სტუდენტის გამოფენაც. თანამშრომლობის ფარგლებში გალერეაში გაიმართება სემინარები, ჩვენი სივრცე დაეთმობა აკადემიის სტუდენტებსა და ლექტორებს. ასევე იგეგმება სხვა სახის ურთიერთობებიც. ჩვენს გალერეას აქვს პროექტები, რომლებიც ქვეყნის ფარგლებსაც სცდება. ამ პროექტების მიზანია ქართველი მხატვრების პოპულარიზაცია. ვფიქრობ, ამ მემორანდუმის საშუალებით ახალი, ნიჭიერი სახეების აღმოჩენას შევძლებთ, დავეხმარებით მათ გამოფენების მოწყობაში და ამით მათ პოპულარიზაციას შევუწყობთ ხელს. დანარჩენს საქმე გვიჩვენებს" - ამბობს "Gამრეკელი Gალლერყ"-ს დამფუძვნებელი ხათუნა მელიქიშვილი.

მემორანდუმის გაფორმების იდეა ნინო გუჯაბიძეს ეკუთვნის. მისი თქმით, გალერეასა და აკადემიას შორის მანამდეც არსებობდა გარკვეული სახის თანამშრომლობა, გალერია ეხმარებოდა აკადემიას მცირე პროექტების განხორციელებაში, გალერიისთვის მნიშვნელოვანია ახალი სახეების წამოწევა და მათი აქტივობა და სწორედ ეს ქვაკუთხედი აღმოჩნდა ამ მემორანდუმის საფუძველი. "ეს ყველაფერი სტუდენტებისთვის სტიმულის მიმცემი იქნება. მე პირადად, სტიმულისა და მოტივაციის გარეშე ხელოვანი ვერ წარმომიდგენია. აკადემია ეს ის სივრცეა, სადაც ყოველ წუთს სჭირდება რეანიმირება გრძნობებს და ეს რეანიმატორი აღმოჩნდა ქალბატონი ხათუნას გალერეა" - აღნიშნავს ნინო გუჯაბიძე.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary