“ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ფორუმის“ გახსნა
23 ოქტომბერი, 2014
“ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ფორუმის“ გახსნა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter

სამების საკათედრო ტაძრის საკონფერენციო დარბაზში (ახალგაზრდულ ცენტრში), მოძრაობა დავითიანნის ფსიქოლოგიის კომიტეტის ორგანიზებით, "ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ფორუმი" ჩატარდა.



უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ "ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ფორუმი" პირველად ტარდება საქართველოში.

ფორუმზე საუბარი იყო იმ ფსიქოლოგიურ გამოწვევებზე, რომლებიც დაგროვდა ჩვენს საზოგადოებაში. შეხვედრაზე მოეწყო დისკუსია აღნიშნული პრობლემების გადაჭრის გზებზე.

ფორუმის გახსნას ესწრებოდნენ: შემდგარი ფსიქოლოგები, ფსიქოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტები და ფსიქოლოგიით დაინტერესებული პირები. შეხვედრა კითხვა-პასუხის სახით მიმდინარეობდა.

"ფორუმის შექმნის იდეა გაჩნდა იქიდან, რომ ახალგაზრდა ფსიქოლოგები ზოგადად არ არიან რეალიზებულნი. შესაბამისად, ვცდილობდით გაგვეკეთებინა ისეთი პროექტი, რომელშიც ჩაერთვებოდა ყველა ახალგაზრდული ფსიქოლოგიური ცენტრი. საქართველოში არსებულმა ძალადობის ფონმა, რომელმაც მოიმატა გადაგვაწყევტინა ფორუმს მისცემოდა შემდეგი სახე -"საქართველოში არსებული ფსიქოლოგიური პრობლემები". ეს არის პირველი ფორუმი, ჩვენ ვაპირებთ გაკეთდეს მეორე, მესამე ეტაპი ფორუმისა. შემდგომში მოწვეულნი იქნებიან პროფესორი ფსიქოლოგები, ასევე იქნება ესეების კონკურსი. სტუდენტთა აქტივობიდან გამომდინარე დაიგეგმება შემდგომი ღონისძიებები" - აღნიშნა ფსიქოლოგიის კომიტეტის ხელმძღვანელმა ნინო კერესელიძემ.

მომხსენებლები ძირითადად ახალგაზრდა ფსიქოლოგები იყვნენ, რომლებმაც უკვე მიაღწიეს რიგ წარმატებებს და ამ ფორუმზე საკუთარი ფსიქოლოგიური ცენტრების წარმომადგენლების ამპულაში იყვნენ. მომხსენებლებმა ისაუბრეს ისეთ თემებზე როგორიცაა: სტრესი და დეპრესია, ინფორმაციის სწორი მიწოდება, არაფსიქოლოგის თვალით დანახული ფსიქოლოგიური ვითარება, სუიციდი და ა.შ.

მომხსენებლის და დავითიანნის ფსიქოლოლოგიის კომიტეტის საკონსულტაციო ჯგუფის წევრის მარიტა მერკვილაძის თქმით, "ეს ფორუმი ხელს შეუწყობს ფსიქოლოგთა დაახლოებას და ჯანსაღი კონკურენციის შექმნას. ეს შეხვედრა ემსახურება იმას, რომ წინ წავწიოთ ფსიქოლოგიის სფერო. იმედი მაქვს დღეს სტუდენტები ხელსაყრელ ინფორმაციას მიიღებენ სხვადასხვა აქტულაური პროგრამების შესახებ, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ".

ფორუმზე კომიტეტმა გაავრცელა ღია მიმართვა, განათლების მინისტრის სახელზე. განცხადებაში საუბარი იყო იმ პრობლემებზე, რომლებიც ფიქსირდება საჯარო სკოლებში. ფსიქოლოგის კაბინეტის შექმნასა და ფსიქოლოგების სკოლაში დაშვების საჭიროებაზე.

ფორუმის ბოლოს ჩატარდა წამახალისებელი გათამაშება ლატარიის სახით, სადაც ჩართულნი იყვნენ ის ორგანიზაციები, რომლებიც ფორუმში იღენებდნენ მონაწილეობას. ასევე, სამახსოვრო სიგელები გადაეცემათ ფორუმის მონაწილეებს.

 

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary