უცხოელი რესტავრატორის გამოცდილება და აია-სოფია
27 ოქტომბერი, 2014
უცხოელი რესტავრატორის გამოცდილება და აია-სოფია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის ცენტრის ორგანიზებით,მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლის სტამბოლის აია-სოფიას ტაძრის რეაბილიტაციის პროექტისადმი მიძღვნილი სემინარი და გამოფენა "სტამბოლის აია-სოფიას კონსერვაცია" გაიმართა. შეხვედრა ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარდა. სემინარს უძღვებოდა თურქი ექსპერტი და რესტავრატორი ზეინეფ აჰუნბეი, რომელიც აია-სოფიას ტაძრის რესტავრაციის უშუალო მონაწილე და ხელმძღვანელია. სემინარის პარალელურად გაიმართა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო აია-სოფიას ძველი და ახალი ფოტოები.

ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის პრეზიდენტმა ინგა ქარაიამ სემინარის მნიშნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს შეხვედრა კულტურული მემკვიდრეობის დაცვას მეტ სიახლეს შესძენს.

შეხვედრისას ზეინეფ აჰუნბეიმ ისაუბრა აია-სოფიას ისტორიაზე. მისი თქმით, ძეგლი თავისი დიზაინითა და არქიტექტურითაა გამორჩეული.

„აია-სოფიას რესტავრაცია სწორედ ახლა მიმდინარეობს. გადავწყვიტეთ, თურქეთიდან ჩამოგვეყვანა რესტავრატორი და გაგვეგო, თუ რა მეთოდებითა და მასალებით მუშაობენ ისინი და რას აკეთებენ კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად. აია-სოფია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია და მასზე მუშაობენ საუკეთესო სპეციალისტები. მნიშვნელოვანია, რომ ამ შენობის რესტავრატორი ქართველ კოლეგებს გაუზიარებს გამოცდილებას“ - განაცხადა ერთ-ერთმა ორგანიზატრორმა ირინა დუდაურმა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary