საჯარო ლექცია ,,ბუქ სითი-ში“
13 ნოემბერი, 2014
   საჯარო ლექცია ,,ბუქ სითი-ში“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით, წიგნის მაღაზია ,,ბუქ სითი"-ში საჯარო ლექცია თემაზე ,,ტრადიციები, ადათ-წესები და კულტურა _ გენდერული პრობლემები (საქართველო, თურქეთი , აზერბაიჯანი)" გაიმართა.


საჯარო ლექციას პოეტი ირაკლი კაკაბაძე გაუძღვა, რომელმაც ისაუბრა ქალთა ძალადობაზე და საზოგადოების ინერტულობაზე:

,, ქალთა ძალადობის მხრივ, რთული მდგომარეობაა საქართველოში. ჩვენ ჩაკეტილი საზოგადოების წევრები ვართ, ვფიქრობთ , რომ რაც ჩვენს გარშემო ხდება, ჩვენი საქმე არა არის და ჩვენ არ გვეხება. ხშირად, ჩვენს პოზიციას მხოლოდ სოციალურ ქსელებში აქტივობით გამოვხატავთ. თუმცა, ცოტა გამოფხიზლებაა ამ მხრივ, რადგან დღეს უფრო მეტს ვსაუბრობთ ქალთა მიმართ ძალადობაზე, ვიდრე ოდესმე გვისაუბრია"- აღნშნა ირაკლი კაკაბაძემ.

,, თემა ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ირაკლის ვიცნობ და ვიცი რამდენად კარგად ერკვევა ამ საკითხში. ის ხშირად მოგზურობს თურქეთსა და აზერბაიჯანში და ზუსტად იცის რა პრობლემებია ამ ქვეყანაში ქალთა უფლებების მხრივ"- აღნიშნა ლუკა ბიბინეიშვილმა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელის თქმით, მსგავსი პროექტები ყოველ ხუთშაბათს გაიმართება და საჯარო ლექციების ჩატარების ერთ-ერთი მიზეზი ბოლო დროს მომხდარი მოვლენებია:

,,ქალთა საინფორმაციო ცენტრი ევროკავშირის დაფინანსებთ ანხორციელებს პროექტს ,,თემთა მობილიზება საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ღონისძიებების გზით ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისათვის", რომლის სამიზნე რეგიონი პანკისის ხეობაა, თუმცა, ბოლო დროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ თბილისშიც ჩაგვეტარებინა საჯარო ლექციები. ქალთა მიმართ ძალადობის მხრივ, ჩვენს დედაქალაქში რთული მდგომარეობაა"- აღნიშნა ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ნანუკა ავალიანმა.

პროექტის ორგანიზატორების თქმით, მსგავსი ლექქციები ერთი თვის განმავლობაშ წიგნის მაღაზია ,,ბუქ სითიშ" გაიმართება.

 

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary