"საერთო კართან"
15 ნოემბერი, 2014
"საერთო კართან" ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში პოეზიის საღამო სახელწოდებით "საერთო კართან" გაიმართა. სტუდენტების წინაშე ახალგაზრდა პოეტები და მუსიკალური ჯგუფი "ბაზმა" წარდგა.


შეხვედრას საქველმოქმედო ხასიათი ჰქონდა. საღამოდან შემოსული თანხა ერთ-ერთ მრავალშვილიან ოჯახს გადაეცემა.

ჯგუფ "ბაზმას" წევრებმა ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, რომ კმაყოფილები არიან მსმენელის აქტიურობით: "ვიმედოვნებ, ჩვენმა ჯგუფმა დამსწრე აუდიტორიაზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. უნივერსიტეტში ძალიან კარგი გარემოა. საღამომ არაჩვეულებრივად ჩაიარა. მიხარია, რომ ახალგაზრდებს უყვართ და აფასებენ ქართულ ფოლკლორს" - განცხადა გაგა ყაჭიურმა.

პოეტ მარიამ გვილავას თქმით, მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებების ხშირად ჩატარება: "გარდა იმისა, რომ მსმენელიცა და მონაწილეებიც სიამოვნებას ვიღებთ აქ ყოფნით, ასევე, ვეხმარებით ოჯახს, რომელსაც ძალიან სჭირდება საზოგადოების ყურადღება, როგორც ფინანსურად, ისე მორალურად".

მარი ბიბილაშვილი ერთ-ერთი დამსწრე იყო: "პოეზიის საღამოზე ჩემი მეგობარი იღებდა მონაწილეობას, სწორედ ამიტომ მოვედი მეც.  ქართველი პოეტებისგან განებივრებულნი ვართ, ისინი ყოველთვის დადებითი მუხტით ავსებენ მსმენელს. შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ".

აღსანიშნავია, რომ პოეტების მიერ წაკითხულ ლექსებს მუსიკალურად  ჯგუფი "ბაზმა" აფორმებდა.

 

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary