ძალადობის ნარატივი ქართულ რეალობაში
15 ნოემბერი, 2014
ძალადობის ნარატივი ქართულ რეალობაში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter

სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის ( DVV International)  ოფისში  დისკუსია თემაზე: ,,ძალადობის ნარატივი ქართულ რეალობაში“ გაიმართა.

 

დისკუსიის მიზანი საზოგადოების სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება და აქტიური სამოქალაქო პოზიციის ჩამოყალიბება იყო.

დისკუსიას ესწრებოდნენ: გიორგი მაისურაძე-ილიას სახელმწიფო ინივერსიტეტის პროფესორი, სოციალური და კულტურურის კვლევის ინსტიტუტის დირექტორი; ანა არგანაშვილი - პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის;  ნატო შავლაყაშვილი -სპეციალისტი გენდერის საკითხებში, ორგანიზაცია ,,ძალადობა ოჯახებში“;  ანა ჟღენტი - ფსიქოლოგი, ორგანიზაცია ,,საფარის“ წარმომადგენელი.


ძალადობასთან ბრძოლა არ არის ახალი. ყოველ წელს, სახელმწიფო ძალადობის წინააღმდეგ გეგმას სახავს, თუმცა, შედეგი არ ჩანს.  ანა არგანაშვილის თქმით: ,, ძალადობა რომ შეწყდეს, დაზარალებული ისე უნდა გააძლიერო, რომ შეძლოს თავის დაცვა, სახელმწიფოს მიერ გატარებული მექანიზმი კი, ამას არ მოიაზრებს“.


,,თავშესაფარში გვქონია შემთხვევა, მოსულა ქალბატონი, რომელზეც მეუღლე ძალადობდა. ადგილების არარსებობის გამო, გაგვიშვია და გვითქვამს, რომ რამდენიმე დღეში დავუკავშირდებოდით. დაგვირეკავს და აღმოჩენილა, რომ ისინი დაუბრუნდნენ მოძალადეს, რადგან სხვაგან არ ჰქონდათ წასასვლელი“ - განაცხადა ნატო შავლაყაშვილმა.


ფსიქოლოგ ანა ჟღენტის თქმით,  73%-ს მიაჩნია, რომ ოჯახში ძალადობა უნდა დაიმალოს: ,,ძალადობის მსხვერპლ ადამიანს აქვს შიში და სირცხვილის გრძნობა, რის გამოც ისინი არ ამჟღავნებენ ამას. თვითონ მოძალადეები ისე არიან აღზრდილნი, რომ არ იციან ურთიერთობის სხვა გზები“.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary