აქცია ქალზე ძალადობის წინააღმდეგ
25 ნოემბერი, 2014
აქცია ქალზე ძალადობის წინააღმდეგ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
პარლამენტის შენობის წინ აქცია ქალთა ძალადობის წინააღმდეგ გაიმართა, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც შეუერთდნენ.

აქციაზე იმყოფებოდა ერთ–ერთი მსხვერპლის, 21 წლის გიტა უჩაძის დედა. მისი თქმით, გიტამ 80 აბი საძილე საშუალება დალია. შეკრებილებს სიტყვით მიმართეს ,,ქალთა მოძრაობის“ წარმომადგენლებმა: ლელა გაფრინდაშვილმა, ანა არგანაშვილმა.

„ახლა ბევრი დიასახლისი ზის ტელევიზორთან, გვიყურებს და ხვდება, რომ შეიძლება შემდეგი თვითონ აღმოჩნდეს. ბევრი ქალი ვერ ბედავს ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას, რადგან მას არ აქვს დაცულობის შეგრძნება. მე მრცხვენია, რომ ვერ დავიცავით ის ქალები, რომლებიც უკვე ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ“ –განაცხადა ანა არგანაშვილმა.

აქციის მონაწილეებმა ქალთა ძალადობის დაგმობისა და სოლიდარობის ნიშნად ხელი მოაწერეს პეტიციას და სპეციალურად გამზადებულ დაფაზე დატოვეს ხელის ანაბეჭდი.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary