ინსტიტუტის დღე თსუ-ში
25 ივნისი, 2013
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინსტიტუტის დღე გაიმართა.
ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დღეს მიეძღვნა.
ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია. ახალგაზრდებმა წარმოადგინეს ნაშრომები სხვადასხვა თემაზე. თითოეული მომხსენებლის გამოსვლის შემდგომ დისკუსია გაიმართა, თითოეულ სტუმარს საკუთარი მოსაზრების გამოთქმის საშუალება ჰქონდა. კონფერენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
მოეწყო დღის პლენარული სხდომაც. მასში მონაწილეობა როგორც სტუდენტებმა, ასევე პროფესორ-მასწავლებლებმაც მიიღეს. გაიმართა ინსტიტუტის ვებგვერდის პრეზენტაცია.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary