სტუდენტების აქცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან
26 ივნისი, 2013
სტუდენტების აქცია განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროსთან ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"ნუ გადაგვაბიჯებ" - ამ სლოგანით დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან სტუდენტების მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართა.
როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, დღეს პარლამენტში უმაღლესი განათლების კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ მეორე მოსმენა იმართება. ,,სწორედ ესაა ჩვენი მოთხოვნა, რომ არ მიიღონ კანონი უჩვენოდ. თუ პარლამენტი ამ კანონს დაამტკიცებს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, სტუდენტებს, გადაგვივლიან" - განაცხადეს სტუდენტებმა.
აქცია სტუდენტური მოძრაობის ,,ანტიპოდი" ორგანიზებით ჩატარდა. მასში მონაწილეობა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა მიიღეს. გაიმართა მწოლიარე აქცია-ფლეშმობი. როგორც აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, თუ პარლამენტი კანონს დაამტკიცებს, ისინი უფრო ფართომასშტაბიან აქციებს გამართავენ.
,,მე და ჩემს მეგობრებს არ გვინდა უნივერსიტეტი იყოს პოლიტიზებული. ვაპროტესტებთ იმასაც, რომ ასისტენტ-პროფესორებს არ ექნებათ ლექციების ჩატარების უფლება, რაც სწავლის ხარისხს გააუარესებს" - აღნიშნა სტუდენტური მოძრაობა ,,ანტიპოდის" წევრმა თორნიკე ჩიქოვანმა.

აქციას ფონად გასდევდა შეძახილი - ,,ნუ მიიღებ კანონს უჩვენოდ!"

აქციას ესწრებოდნენ რუსთაველის გამზირზე დაკავებული სტუდენტები. შეგახსენებთ, რომ ისინი პოლიციამ ბანერების გაკვრის გამო დააკავა. თუმცა, თორნიკე ჩიქოვანის განმარტებით, ისინი ბანერებს აწყობდნენ ძეგლთან და დანაშაული არ ჩაუდენიათ.

უნდა აღინიშნოს, რომ სტუდენტებთან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი გამოვიდა, თუმცა, სტუდენტებმა მის მიერ შემოთავაზებულ დახმარებაზე უარი განაცხადეს.




გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary